პირველმა მათგანმა მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში (1:1) გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე გადაურჩინა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან "რუბინის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ყოფილი კლუბის, მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარა.
ცვლილებაზე შემოსულმა ქართველმა, რომელმაც თანამემამულე ზურიკო დავითაშვილი შეცვალა, გოლის გატანა მოახერხა.
აი, რას წერს Sport-express-ი ხვიჩას შესახებ:
"ყოფილი კლუბი დასაჯა, მაგრამ გოლი არ აღნიშნა. "ლოკომოტივის" მიერ შემოთავაზებული 1+3 ფორმატის ხელშეკრულებით კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ამ ამბავში მისი აგენტებიც არიან გარეულები.
ქართველ ნახევარმცველს "ლოკოს" გულშემატკივრები ცივად შეხვდნენ და მის შემოსვლაზე სტვენა დაიწყეს.
ხვიჩა ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი ფეხბურთელი: შემოსვლიდან რამდენიმე წუთში გაიტანა, ყოფილ კლუბს 2 ქულა წაართვა და არანაკლებ მოულოდნელად, გოლი არ აღნიშნა.
მატჩის დასრულების შემდეგ კი არც გულშემატკივართა ტრიბუნასთან მისვლას შეუშინდა. როგორც ჩანს, ამ ბიჭს არამარტო ნიჭი, ხასიათიც აქვს", - ვკითხულობთ Sport-express-ზე.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]
გია გრიგალავამ ბურთი ცაციათი ტყვიასავით ჩააჭედა და "არსენალს" ქულა მოუპოვა [VIDEO]