ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსთან" საპასუხო მატჩის წინ ყაზახური "ორდაბასის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თამაში გვქონდა, ამიტომ პრაქტიკულად ვარჯიშებს ნაკლებად ვატარებთ, ძირითადად აღდგენაზე ვმუშაობთ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს.

ხვალინდელ თამაშს მაქსიმალურად სერიოზულად ვუდგებით. ვეცდებით, თავი წარმოვაჩინოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

იმ შეთამაშებული გუნდიდან, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო, ფეხბურთელები წავიდნენ, თუმცა მოვიდნენ ამბიციური მოთამაშეები. მთავარი დროის ფაქტორია, რომელიც საჭიროა შესათამაშებლად.

პირველ შეხვედრაში, ფაქტია, "ტორპედო" ეცადა შედეგზე ეთამაშა, მაქსიმალური დრო დაცვითი ფუნქციების შესრულებისთვის გაატარა და გოლის არგაშვებას ეცადა.

ჩვენ ვნახეთ, როგორ იცავს თავს "ტორპედო" და არ ვიცით მათი შეტევითი პოტენციალი, ამას ხვალ ვნახავთ.

ხვალ დილით გადაწყდება ის შემადგენლობა, რომელიც "ტორპედოსთან" გამოვა.

ვულოცავ "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლას. თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც ლოგიკურია. მოდუნება, რაც პირველ წუთებში აჩვენეს, გაკვეთილი იქნება. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ჩემთვის მთავარი მოტივაცია შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარა", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ქუთაისის "ტორპედოსა" და შიმკენტის "ორდაბასის" დაპირისპირება 18 ივლისს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაიწყება.

პირველი მატჩი ყაზახური კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გიოშა

გიორგი
სოსო აზერებმა მეტი ფული შესთავაზეს და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები მიატოვა დანიშვნიდან ერთი თვის თავზე. მაშინ შეიძლებოდა კონტრაქტის დარღვევა და 'უპატივცემულობა'? რამდენადაც მახსოვს რუსეთთან აფხაზეთში ომის პერიოდში (92-ში) თამაშობდა მოსკოვის გუნდებში. არც ისაა სასიამოვნოდ გასახსენებელი თავის შვილს რომ ათამაშებდა ნაკრებში რასაც თამაშით ის ნამდვილად არ იმსახურებდა. ჩემთვის ეს საკმარისია რომ გარკვეული წარმოდგენა შემექმნას ამ ბიოგრაფიული ფაქტების მქონე ადამიანზე.
სოსო
ასეთი რა ინფორმაცია გაქვს,რომ ასეთი დიაგნოზი გამოგაქვს?თუ ნაკრებში ხელფასს გულისხმობ,იქ კონტრაქტი იყო ხელმოწერილი და კონტრაქტს პატივი უნდა სცე,ამიტომაც დებენ მას.არც სხვაგან მახსენდება მისი ურიგო საქციელი.ყოველთვის ჰქონდა კახას არგუმენტაცია,ნებისმიერ კითხვაზე.ჩვენ წინააღმდეგ არა,მაგრამ სხვაგან ყველგან წარმატებებს ვუეურვებ
x.x
კახა კარგი ადამიანია, მინდა, რომ საქართველოს ნაკრებს უხემძღვანელოს! დღეს კი ვბალეშიკობთ ტორპედოს!!!
გიორგი
აქ ვინც კომენტარები უკვე გააკეთა ვხედავ რომ არ დამეთანხმებიან მაგრამ რაც მე ამ კაცის ბიოგრაფია მახსენდება მისი ფეხბურთელობიდან დაწყებული მაგის ქვეყანა ისაა სადაც მეტ ფულს უხდიან. შეიძლება რამე გამომრჩა მაგრამ რაც ვიცი მაგას მკარნახობს. თუმცა ცხადია ვერავის დავუშლი მოსწონდეს და აქებდეს მას.
Vakhtang Lobzhanidze
კახა მაგარი კაცია! ნამდვილი ქართველი და კარგი უბრალო ადამიანია! ყოველთვის გბალელშიკობ შენ !
დინამო
ეტყობა ჟურნალისტებმა დაუსვეს არასასურველი კითხვა და გასცა ამომწურავი პასუხი. პიპინო გენაცვალე, მაგარი ხარ.
Geo_Dinamo
კახა არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ გიყვარს შენი სამშობლო. საიდან მოიატანე რომ ვინმეს ეჭვი გვეპარება? ჩვენ შენი გულშემატკივრები ვართ, მარა არა ხვალ. ხვალ ტორპედოს მოგება გვინდა.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"იამალის ერთი ცუდი მატჩი სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის 400 ცუდ მატჩს" - ესპანელმა მის ირგვლივ არსებულ წნეხზე ისაუბრა
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა