რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ჯერჯერობით პირველი გუნდია, რომელმაც ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სარეიტინგო ქულების მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს "ჩიხურამ" დინამო არენაზე" "ფოლა ეში" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ "ჩიხურამ" სტუმრადაც იმავე ანგარიშით იმარჯვა.

საჩხერელების მომდევნო მეტოქე "აბერდინსა" და "როვანიემს" შორის გამარჯვებული იქნება.

"ჩიხურამ" "ფოლა ეშის" შინ დამარცხებით 0.25 ქულა მიიღო. ორი მატჩის მოგების ჯამში საჩხერელებმა საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში უკვე 0.5 ქულა შემატეს.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბები საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის 0.25 ქულას იღებენ, ხოლო ფრისთვის
- 0.125 ქულას.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "ჩიხურა" - 0.5 ქულა (2 მოგება)
  • "საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 1 მარცხი)
  • "დინამო" (თბ) - 0.25 (1 მოგება)
  • "ტორპედო" - 0 (1 მარცხი)
  • ჯამში: 1.0 ქულა

როგორც ხედავთ, საქართველოს მიმდინარე სეზონში უკვე 1 ქულა აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს 4.5 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით 48-ე ადგილი გვიკავია. პროგრამა-მინიმუმი, რა თქმა უნდა, წინა სეზონის მაჩვენებლის გაუმჯობესება უნდა იყოს. მაშინ ქართულმა კლუბებმა 1.625 ქულა მოიპოვეს, რაც დიდწილად ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" დამსახურება იყო.

ფინანსები

ახლა კი დავთვალოთ, რა თანხა გამოიმუშავა "ჩიხურამ". ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის საჩხერელებს 240 000 ევრო ერგებათ.

ხოლო მეორე ეტაპზე მონაწილეობისთვის "ჩიხურა" 260 000 ევროს მიიღებს.

ჯამში "ჩიხურამ" უკვე ნახევარი მილიონი ევრო გაინაღდა, რაც დღევანდელი კურსით 1 607 100 ლარია.

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფრუიძე მაინც სულ წუწუნებს და რა აზრი აქვს? მომავალ სეზონში მაინც ახალ გუნდს ააწყობს ბიჭები ვერ შევინარჩუნე ფული არ გვქონდაოო, ყველამ ხომ ვიცით რომ ასე იქნება.
ჯონი
14:44 18-07-2019
3
რაღაც ღირსეული რომ გამოიმუშავო უნდა სათანადოდაც გაისარჯო. რა ?შვიდთვიანებივით მოუკლავი დათვის ტყავს იყოფთ სულწასულო რეფორთიორებო და ბიჭების და გუნდების ფულების თვლა არაა სამედიო პროფესიონალების პირველადი ამოცანა ,წერეთ რა გზებით წავიწიოთ წინ ყოფაშიც ,და სპორტშიც თუ სხვა საქმეშიც...კონკრეტულად. საბურთალომ და საჩხერემ მეორე კვალიფიკაცია , "წითელი ვარსკვლავი " და "დენდი-წითლები" რომ დასძლიონ გასვლაზე როგორმე არ უნდა განადგურდენ , სახლში კი სტადიონები უფასოდ უნდა შეავსოთ- უ ფ ა ს ო დ და აუცილებლად საჩხერელებით ჩიხურას თამაშისას და თბილისელებით საბურთალოს თამაშისას და დღეს კი ტორპედომ რომ მოიგოს სტადიონი უნდა შეივსოს და აუცილებლად ქუთათურებით თუ თბილისHი Iთამაშებენ და რაც მთავარია უფასოდ და ქუთაისიდან გულშემატკივართა ჩამოყვანით ქალაქის ხარჯებით და ქუთაისური-ნაღდი ქართულად გულშემატკივრობით პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე მიუხედავად თუნდაც ცხადაძის გუნდზე სუსტად თამაშისა მონაკვეთებში, თუ ასე იქნება გუნდი გავა,მეთორმეტე მოთამაშით ...თუ არა და ცხადაძის დღევანდელი გუნდი ობიექტურად ძლიერია დღესდღეობით ,ტორპედოზე...ცხადაძეს კი როგორც უ ყვარს ქვეყანა, ჯერ აზერბაიჯანის გუნდებში წასვლისას გამოჩნდა, და ეხლა ყაზახეთის....ცხადაძესაც,ქეცბაიასაც,არველაძესაც.....და ჩვენგან უმრავლესობას დალარები უყვართ უფრო, ვიდრე,,,,, და ობიექტურად , გულშემატკივარს რომ სწადს, იმგვარი სანაკრებო დონის მწვრთნელები მაინც ვერ არიან...გვარდიოლასა,ჰიგინგის,ფერგიუსონის...დონის მწვრთნელი გვჭირდება ეროვნულ ნაკრებში, უფრო სწორად ამგვარი მწვრთნელების, ფეხბურთის გაძღოლის უნარით ზენიტში, მათი ყოფნისას დროს. ერთი ორი წლით მაინც, საბურთალოსნაირი და ჩიხურასნაირი ციებ-ცხელებები რომ არ გვემართებოდეს დრო და დრო.ეროვნულ ნაკრებს კი ევროპაში საშუალო დონის ქოაჩებით ხომ, დრო და დრო კი არა სულ აჟრიალებს ჩვენდა საუბედუროდ-მწვრთნელები ვერ გვყვავს სათანადო და სელექცია აღზრდაც მოიკოჭლებს ათწლობით და უფრო მეტ ხანსაც,თორემ თვითნაბადი ნიჭიერი ბიჭები არასდროს გვაკლდა არც ფეხბურთში დარც არსად....
Gvtaebrivi qari
13:14 18-07-2019
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული