"ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის კლუბის გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და პერსონალს მადლობას უხდის.

"ვეძებდი შესაფერის დროს, რომ დამეწერა დასამშვიდობებელი წერილი ქუთაისის "ტორპედოზე" და ამავდროულად, გამამხნევებელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ამისთვის იდეალურია, რადგან დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქუთაისის "ტორპედოს" გვერდში დგომა.

მართალია, ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ დავეხმარო, რისიც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ფეხბურთი ისეთი სფეროა, ყოველთვის იქ არ ვართ, სადაც გვინდა.

მინდა დღეს წარმატება ვუსურვო ჩემს ქუთაისს და "ტორპედოს", ჩემს მეგობრებს,
რომლებიც დღეს მინდორზე გამოვლენ და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევენ თავს ამ თამაშსაც და გავლენ შემდეგ ეტაპზე და გაახარებენ იმ ხალხს, რომლებსაც მათი სჯერათ.
რაც შეეხება ჩემს გატარებულ 6 თვეს "ტორპედოში", ეს იყო საუკეთესო 6 თვე, რადგან დავინახე, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი ისეთ რთულ დროს, როგორშიც "ტორპედო" იყო. ყველა ბოლო წუთამდე ვინარჩუნებდით ერთობას და ეს ნიშნავს იმას, რომ "ტორპედო" იყო ერთი დიდი ოჯახი და მომავალშიც ასე იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ამ 6 საუკეთესო თვისთვის.

მადლობა, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს და მის სამწვრთნელო სტაფს; მადლობა ფეხბურთელებს, რომელთა გვერდითაც ვიცავდი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას; მადლობა გუნდში მომუშავე პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ გუნდისთვის; მადლობა, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვამხნევებდნენ.

მადლობა და წარმატებები!" - წერს ბუდუ ზივზივაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

ქართველი თავდამსხმელი კარიერას უნგრულ "მეზოკოვეშდში" აგრძელებს, "ტორპედო" კი დღეს, 18 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ყაზახურ "ორდაბასის" დაუპირისპირდება.

altბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" კი არა უნგრულ გუნდში გადავიდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი კვირით გადადება,ქვეყანას არ დააქცევდა,ტორპედოს კი ძალიან სჭირდებოდი.მეგობრები ასე იქცევიან?
სოსო
18 ივლისი 2019 15:43
0
დაგეცადა 2 კვირაც და მერე წასულიყავი მეზოკოვეშდი არსად გაგექცეოდა!!
ჯონი
18 ივლისი 2019 14:40
0

სიახლეები პოპულარული