"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" მატჩის ბილეთები 1 ლარად გაიყიდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფის" დამარცხების შემდეგ თბილისის "საბურთალო" სტადიონზე მისულ გულშემატკივარს მადლობას უხდის.

"გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინდელ თამაშზე მოვიდნენ "მიხეილ მესხის" სტადიონზე და მხარი დაუჭირეს "საბურთალოს". მიუხედავად ცუდი სტარტისა, ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოჰკლებია ჩვენს გუნდს, რაც დამატებითი მოტივაცია იყო ფეხბურთელებისთვის.

მომდევნო შეხვედრას "საბურთალო" 23 ივლისს ზაგრების "დინამოსთან" თბილისში გამართავს. გვსურს, მოახლოებულ შეხვედრაში დასწრება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩზე დასწრება გვინდოდა ყოფილიყო თავისუფალი, თუმცა უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება", -
ვკითხულობთ "საბურთალოს" განცხადებაში.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ზაგრების "დინამოს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 ივლისს მიიღებს.

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?

altკარგი ამბავი "საბურთალოსთვის" - ზაგრების "დინამო" უეფამ დასაჯა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ საბურთალოს საიტზე გაიყიდება, შიძლება მართლაც 1 ლარად იყიდო, ტიკეტ.ჯი მინიმუმ 2 ლარს დაადებს ფასს, ასეთი ფეხბურთის მოყვარულები არიან
zviadi
13:59 18-07-2019
5

სიახლეები პოპულარული