კანკავამ პენალტი აიკიდა - "ტობოლი" ევროპა ლიგიდან ლუქსემბურგულმა გუნდმა გააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლმა" საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგულ "ჟენესთან" ფრედ, 1:1 ითამაშა და გათამაშებას გამოეთიშა.

შეხვედრაში "ტობოლი" დაწინაურდა, საკუთარ კარში გოლი ჰალიმ მედი მედურიმ გაიტანა და ყველაფერი ყაზახური კლუბის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, თუმცა 59-ე წუთზე მეჰმეტ არსლანმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ჯაბა კანკავას უხეში თამაშის გამო დაინიშნა.

პირველი შეხვედრა ლუქსემბურგში ფრედ, 0:0 დასრულდა და შესაბამისად, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე "ჟენესი" იასპარეზებს.

ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს.

ყაზახურმა "სპორტსმა" "ტობოლის" წარუმატებლობას "ჯუჯებთან" ჩამოურეცხავი სირცხვილი უწოდა.

"ჟენესის" მწვრთნელმა ნიკოლა ჰაისმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მოყვარულები არიან, დღისით მუშაობენ, საღამოს ვარჯიშობენ და ეს უდიდესი გამარჯვებაა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქნა ტობოლმა? ვინ გამოაგდო მოყვარულებმა სირცხვილი
irakli
18:54 18-07-2019
0
რა უმდოდა ჯაბას,რისთვის წააქცია?
სოსო
18:30 18-07-2019
0

სიახლეები პოპულარული