კახა ჩხეტიანი: ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბარი გვექნება და მათ კონკრეტული პასუხების გაცემას მოვთხოვ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ორდაბასისთან" მარცხის (0:2) შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

"ვულოცავ "ორდაბასის" გამარჯვებას. სამწუხაროდ, რაც დავგეგმეთ, არ გამოვიდა, თუმცა ამ გუნდს პოტენციალი აქვს და ეს იმედს მაძლევს. რთულია, რამდენიმე დღეში გუნდს დაემსგავსო. ის ფეხბურთი, რაც გულშემატკივარმა ნახა, ამ ბიჭების ხარჯზე ვითამაშეთ.

არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა. ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბარი გვექნება და მათ კონკრეტული პასუხების გაცემას მოვთხოვ.

3 დღე გუნდი დაისვენებს და ყველაფერი უნდა გაირკვეს. გავიგებთ, რა მიზნებისთვის იბრძოლებს "ტორპედო",
- განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის "ტორპედო" ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა და ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც მიმდინარე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

altროდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის - "ტორპედო" "ორდაბასისთან" დამარცხდა [VIDEO]

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა კახას და ბიჭებს გუშინდელი ბრძოლისთვის, რაც შეეძლო ის გააკეთა ამ ხალხმა.
TBILISI
10:30 19-07-2019
0
ყოველ წელს ერთი და იგივე დროსაკოწიწებს ახალ გუნდს, რაღაც ვერაა ქუთაისში ჩისტად.
ddgfdf
01:21 19-07-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული