გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას "ლევანტეში" გააგრძელებს - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

"ხელი სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე. აქედან პირველ წელს გავატარებ მეორე გუნდის შემადგენლობაში. ერთი წლის შემდეგ გადაიხედება კონტრაქტი და იმედი მაქვს, მომიწევს მოსამზადებელი ეტაპის პირველ გუნდთან ერთად გავლა.

იმის იმედიც მაქვს, რომ წელსვე მომიწევს თამაში, "სამეფო თასზე" მაინც", - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

ახალგაზრდა ქართველმა ბოლო ორი წელი ესპანეთში გაატარა. ის "ჟირონას" რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ოფიციალური შეხვედრები მხოლოდ კლუბის მეორე გუნდში ჩაატარა.

alt"ვესტ ჰემის" საკლუბო

რეკორდი - 17 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
მთელი სეზონი ველოდი ჟირონას ძირითადში მის გამოჩენას.ეს წელი გადამწყვეტი იქნება მისთვის,თუ ძირითადს ვერ მიუახლოვდა,მერე ალბათ გაყიდიან და არც თვითონ უნდა მოინდომოს დუბლებისათვის დარჩენა.კარგი ბიჭია გიორგი,არც მუშაობა ეზარება და იმედი მაქვს,შესძლებს ძირითადამდე ამაღლებას.
სოსო
09:47 19-07-2019
0
Kargi bichia da es samisezoni maqsimalurad unda gamoiyenos ar unda cavides jer dzaan axalgazrda da miecemashansi carmatebebi imedia celsve gixilavt dziritad gundshi satamashod *
Va-Le
21:56 20-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული