რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს "დინამომ" და "ტორპედომ" ევროპა ლიგაზე?

AutoSharing Option
18 ივლისს ქართულმა კლუბებმა ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს.

ევროპა ლიგის საპასუხო მატჩები 18 ივლისს ქუთაისის "ტორპედომ" და თბილისის "დინამომ" გამართეს.

სამწუხაროდ, "ტორპედო" ევროთასებს გამოეთიშა. "ტორპედომ" შინ ყაზახურ "ორდაბასისთან" ანგარიშით 0:2 წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა - პირველ მატჩშიც (0:1) დამარცხდა.

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", მათ მეორე მატჩიც მოიგეს - სტუმრად ანდორული "ენგორდანი" 1:0 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეს 6:0 სძლიეს.

სარეიტინგო ქულები

ქუთაისის "ტორპედომ", სამწუხაროდ, საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ქულები ვერ მოუტანა. ძალიან სამწუხაროა, რომ გასულ სეზონში
გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ "ტორპედო" ევროთასებს ფინანსური კრიზისით შეხვდა, რაც კლუბის მენეჯმენტის ფინანსური სახსრების არასწორი განკარგვის ბრალია.

თბილისის "დინამომ" კი საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებით 0.25 ქულა მოიპოვა. "დინამოს" ამ დროისთვის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 0.5 ქულა აქვს მოგროვებული.

ამ დროისთვის საქართველოს რეიტინგში 1.25 ქულა აქვს. მიმდინარე ცხრილში ერთი პოზიციით დავწინაურდით და ამჟამად 47-ე ადგილზე ვიმყოფებით. ხოლო წლევანდელი სეზონის ჩათვლით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს შედეგი 4.75 ქულაა.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "ჩიხურა" - 0.5 ქულა (2 მოგება)
  • "დინამო" (თბ) - 0.5 (2 მოგება)
  • "საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 1 მარცხი)
  • "ტორპედო" - 0 (1 მარცხი)
  • ჯამში: 1.250 ქულა

შეგახსენებთ, რომ წინ კიდევ მინიმუმ 6 მატჩი გველოდება. თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" შეხვდება, თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება, ხოლო საჩხერის "ჩიხურა" - შოტლანდიურ "აბერდინს". წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს.

ფინანსები

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის "ტორპედო" ევროთსებს გამოეთიშა, კლუბი უეფასგან ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 774 707 ლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხას "ტორპედო" ევროთასების სეზონის ბოლოს მიიღებს.

თბილისის "დინამო" მეორე ეტაპზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის განკუთვნილ 240 000 ევროს, პლუს, მეორე ეტაპზე მონაწილეობის თანხას, 260 000 ევროს მიიღებს.

ჯამში "დინამომ" უკვე გამოიმუშავა ნახევარი მილიონი ევრო, რაც დღევანდელი კურსით 1 620 075 ლარია.

სულ ჯამში ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ამ დროისთვის 1 900 000 ევრო გამოიმუშავეს.

  • თბილისის "საბურთალო" - 660 000 ევრო
  • საჩხერის "ჩიხურა" - 500 000
  • თბილისის "დინამო" - 500 000
  • ქუთაისის "ტორპედო" - 240 000


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
Sharshandeli fuli toroedos bosebma aaortkles celsac ar gvelis uketesi..
Gocha
17:25 03-08-2019
0
საბურთალომ 920 000€ გამოიმუშავა! შეგიძლიათ ნახოთ საიტზე football coeficient.eu
გიორგი
01:27 20-07-2019
0

სიახლეები პოპულარული