ბექა ვაჩიბერაძემ ბელგიაში პირველივე მატჩში გაიტანა გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის "ლომელში" გადასულმა 23 წლის ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.

სტუმრად "სენტ ტრუიდენთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (2:1) ვაჩიბერაძე მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 31-ე წუთზე გოლი გაიტანა და მე-80 წუთზე შეცვალეს.

ბექამ "ლომელთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშა.

proximus.be იუწყება, რომ "ლომელმა" "შახტარის" ყოფილი მთავარი ტალანტი ჩაიგდო ხელში.

"ლომელი" 3 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში "ვესტერლოს" უმასპინძლებს, იქამდე კი სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშა რა ხეირი ჩვენთვის !!! და რა საჭიროა მაშინ ჩვენთან მისი რეკლამირება !!!
ქართველი
13:41 20-07-2019
1
ნახეთ ბექა როგორ მოუმატებს, გაისად მაგარ გუნდში იქნება, თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი, რა თქმა უნდა,
ვასო
09:14 20-07-2019
0

სიახლეები პოპულარული