ბელგიის პირველი ლიგის "ლომელში" გადასულმა 23 წლის ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
სტუმრად "სენტ ტრუიდენთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (2:1) ვაჩიბერაძე მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 31-ე წუთზე გოლი გაიტანა და მე-80 წუთზე შეცვალეს.
ბექამ "ლომელთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშა.
proximus.be იუწყება, რომ "ლომელმა" "შახტარის" ყოფილი მთავარი ტალანტი ჩაიგდო ხელში.
"ლომელი" 3 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში "ვესტერლოს" უმასპინძლებს, იქამდე კი სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
ბექა ვაჩიბერაძე ბელგიურ კლუბში ითამაშებს
ბექა ვაჩიბერაძემ ლატვიური "რიგასი" დატოვა
ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინტერვიუ ახალგაზრდა ფეხბურთელთან