diariodecadiz.es: ლევან შენგელია ესპანურ გუნდში გადადის

AutoSharing Option
diariodecadiz.es-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია დიდი ალბათობით სეგუნდადივიზიონის "კადისში" გააგრძელებს კარიერას.

გამოცემა მკითხველს აუწყებს, რომ ლეგედარული ფეხბურთელის რამაზ შენგელიას (რომელმაც 1982 წელს ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა) მოგვარეს ბელგიური, ჰოლანდიური და სხვა ესპანური კლუბებიც იწვევენ, მაგრამ არჩევანს ანდალუსიურ გუნდზე შეაჩერებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბები უკეთეს კონტრაქტებს სთავზობენ.

diariodecadiz.es-ი შენგელიას ახასიათებს როგორც ტექნიკურ და ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს.

"კადისს" ახლავე სურდა ლევანის გადაყვანა, მაგრამ "დინამომ" არ გაუშვა, ვინაიდან ევროპა ლიგაზე უნდა დაეხმაროს.

მას "დინამოსთან" კონტრაქტი
31 აგვისტოს უმთავრდება და ამის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა "კადისში".

შენგელია ადრე "დილას", "ტორპედოს", ფოთის "კოლხეთის", "ტუბიცეს" და სამხრეთ კორეის "დაეჟეონ სიტიზენის" ღირსებას იცავდა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამშების 20 მატჩში შენგელიამ 11 გოლი გაიტანა.


Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 7 /
ცუდი არაა,მაგრამ სხვა ქვეყანა და უმაღლესი ლიგა აჯობებდა. წარმატებები
გოგა
11:05 21-07-2019
1
kutalias moucevs male kai tkavis skamze jdoma, da mis adgils daikavebs ganeli, kutalalias adgili araa dinamochi,arc torpedochi.
KUTAISELI
09:18 21-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული