diariodecadiz.es: ლევან შენგელია ესპანურ გუნდში გადადის

AutoSharing Option
diariodecadiz.es-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია დიდი ალბათობით სეგუნდადივიზიონის "კადისში" გააგრძელებს კარიერას.

გამოცემა მკითხველს აუწყებს, რომ ლეგედარული ფეხბურთელის რამაზ შენგელიას (რომელმაც 1982 წელს ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა) მოგვარეს ბელგიური, ჰოლანდიური და სხვა ესპანური კლუბებიც იწვევენ, მაგრამ არჩევანს ანდალუსიურ გუნდზე შეაჩერებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბები უკეთეს კონტრაქტებს სთავზობენ.

diariodecadiz.es-ი შენგელიას ახასიათებს როგორც ტექნიკურ და ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს.

"კადისს" ახლავე სურდა ლევანის გადაყვანა, მაგრამ "დინამომ" არ გაუშვა, ვინაიდან ევროპა ლიგაზე უნდა დაეხმაროს.

მას "დინამოსთან" კონტრაქტი
31 აგვისტოს უმთავრდება და ამის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა "კადისში".

შენგელია ადრე "დილას", "ტორპედოს", ფოთის "კოლხეთის", "ტუბიცეს" და სამხრეთ კორეის "დაეჟეონ სიტიზენის" ღირსებას იცავდა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამშების 20 მატჩში შენგელიამ 11 გოლი გაიტანა.


Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამოს სასწრაფოდ ჭირდება ფორვარდიიი.კუტალია არ არის დინამოს საკადრისი და მისი დონის თავდამსხმელი
სიმართლე
23:22 20-07-2019
2
წარმატებები ლევანს.ცუდია,რომ ისიც ალბათ უფასოდ დატოვებს დინამოს.
სოსო
21:35 20-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული