"ორივე შეხვედრაში სკაუტები გვყავდა გაგზავნილი" - რა აშინებს "აბერდინის" მწვრთნელს "ჩიხურასთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურას" მეტოქის, შოტლანდიური "აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა მომავალ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ მზადების პროცესის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც სახლში მოვფრინავდით, ქართველების მატჩის რეპორტი ვნახეთ, მომდევნო დღეებში მათ უკეთ შევისწავლით.

"ფოლა ეშთან" გამართულ ორივე შეხვედრაში ჩვენი სკაუტები გვყავდა გაგზავნილი და ლუქსემბურგელებთან შედარებით, ქართველებზე მეტი ინფორმაცია გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მატჩების ხილვა უფრო მარტივია.

იმედი მაქვს, მზად ვიქნებით რთული მატჩის სათამაშოდ. ლოჯისტიკური პრობლემები იჩენს თავს - ხანგრძლივი მგზავრობა და მაღალი ტემპერატურა. იმედია, საქართველოში სასურველ შედეგს მივაღწევთ და
სახლში გვექნება შესაძლებლობა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - ამბობს მაკინესი eveningexpress.co.uk-თან საუბრისას.

საჩხერის "ჩიხურასა" და შოტლანდიური "აბერდინის" პირველი მატჩი 25 ივლისს, 20:45 საათზე "დინამო არენაზე" აიღებს სტარტს.

alt"აბერდინმა" ფინეთშიც იმარჯვა და "ჩიხურას" შეხვდება [VIDEO]

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩიხურა ითამაშებს და მოიგებს, რადგან ამ გუნდში ღისრებით აღსავსე ვაჟკაცები თამაშობენ
თემური
16:40 24-07-2019
0

სიახლეები პოპულარული