championat.com: ქართველმა ჯიგიტებმა და სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატში ქართველების "რუბინის" მიერ "დინამოს" დამარცხებას (1:0) და ბექა მიქელთაძის გატანილ გოლს championat.com-მა სტატია მიუძღვნა.

"რუბინი" მეტ-ნაკლებად ცნობილი და ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელების გაქცევის და რაც მთავარია, ნებაყოფლობით გუნდის გურუს, კურბან ბერდიევის წასვლის შემდეგ ბევრმა ცოცხლად დამარხა. მწვრთნელის ლიცენზიის არმქონე ატამან შარონოვის მიერ სახელდახელოდ  შეკრებილმა ბანდამ კი მოსკოვიდან ექვსი შესაძლებლიდან ოთხი ქულა წაიღო.

პირველი ტაიმის შუაში ბაშკიროვის გაძევებამ სტუმრების არჩეული კურსისაგან არგადახვევა არ გამოიწვია, მაშინ, როდესაც მასპინძლებს რიცხობრივმა უპირტესობამ დათვური სამსახური გაუწია. უკეთესად მეტოქე ათამაშდა!

შარონოვმა ორმაგი ცვლილებით ოპერატიულად მოახდინა
რეაგირება. გაზონზე მიქელთაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შევარდა. ალღომ ახალგაზრდა მწვრთნელს არ უმტყუნა: ქართველმა ჯიგიტებმა "დინამოსთვის" მომაკვდინებელ საღამოს ბოლო შეტევაში მიიღეს მონაწილეობა. კვარაცხელიამ იერიში წამოიწყო, მიქელთაძემ კი 21 წლის ახლგაზრდისთვის გასაკვირი თავდაჯერებულობით დაასრულა.

"რუბინი" მოსკოვში მოპოვებული 4 ქულისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს. გუნდის ყურება ისევ საინტერესოა. მისი ფეხბურთი მოსაწყენი არაა, ეს კი მწვრთნელის დამსახურებაა. გინდ ლიცენზიით და გინდ მის გარეშე".




მკითხველის კომენტარები / 12 /
მოსკოვის დინამოს გაძულდა ალბათ ქართველები, წინა ტურში გრიგალავამ ახლა მიქელთაძემ გაამწარა დინამო. ყოჩაღ ბიჭებო წარმატებები.
roma
22 ივლისი 2019 11:17
1
ჯიგიტი ჩრდილო კავკასის მუსლუმანურ ხალხიდან მოდის,რუსები რატომღაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ქართველებს ხშირად ამ სიტყვით მოიხსენიებენ,ამით ხაზს უსვამენ ჩვენს არაევროპელობას და თავიანთ თავს ჩვენზე მაღლა აყენებენ,უფრო სწორად მათ მიერ დაპყრობილ ხალხთან გვაიგივებენ.
zas.
22 ივლისი 2019 11:14
14
რუსეთის ჩემპიონატი ევროპის ტოპ-7-ეულში შედის. ფაქტია ეს და ბევრად ძლიერია ვიდრე პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკიის, ყაზახეთის და ა.შ. თუნდა შვეიცარიის და ავსტრიის და დანიის ჩემპიონატებზეც მაღლა დგას.
შაკო
22 ივლისი 2019 11:13
1
სიტყვა "ჯიგიტი" ქართულ ენაში არ არსებობს. ისევე როგორც "აულ", "კიშლაკ", "აკსაკალ". მაგრამ რუსებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ქართველებისთვის დიდი კომპლიმენტი.
P.S.
შემდეგ სტატიაში დაწერენ "ლეზგინკა" იცეკვეს და "ლეზგინკის" ცეკვით აღნიშნეს გამარჯვებაო.
ძალიან მინდა შევაგინო რუსები, მაგრამ მერე მოდერატორი წაშლის კომენტარს :)
ქ. გ.
22 ივლისი 2019 06:01
5
“ჯიგიტები”, “ბანდა”... ანუ ეხლა ვითომ მაგათი მენტალიტეტით ეს ბრწყინვალე ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდებიც ვიღაც სასაცილო პრიმიტიული “დჟიგიტები” არიან და აბა ტაში- ტაშიო! რა, ვაი მაგათ პატრონს ... ამ “ჯიგიტებსაც” ძალიან ხშირად დაცინვით იძახიან, ძალიან ჩამპალი რომ არ ქონდეთ მენტალიტეტი. საერთოდ ძალიან მძიმედ აღიქვამს ქართველების გამარჯვებას რუსული ანტი-გრუზინული მენტალიტეტი, არიქა პოლიცია არ გამოიძახონ და მოსკოვის ძარცვაში ბრალდებული “გრუზინსკული გრუპიროვკა” არ აიყვანონ, ისეთი პათოსით უწერიათ რომ ეს ბანდიტები ნახეთო რა. ისე ეგ ლოკო და დინამო ძალიან სლაბი ისე რა გუნდებია, აი სპარტაკთან ზენიტთან და ცესკასთან მოუწევთ სუფთა რუს ფაშისტებთან დაპირისპირება ჩვენ ბიჭებს და ძალიან მძიმე და სერიოზული ბრძოლა.
ქართველი.
22 ივლისი 2019 02:27
9
ვაი შენს პატრონს ... უბედურს. ესღა მაკლდა აქ ... ეს ვის გაუბედე? შEნ თუ იცი ვის დააჯექი შე პარაზიტო, მოიწამლები სასიკდილოდ. შEნნაირ ჩ M ###რე B ს ეშინიათ ზუსტად ეგრე ძალიან რომ უყვართ და სულ 3 წელიწადში (კარგად დამახსოვრე, 3!) აღარ გეყოლება პატრონი არც პუწინი და არც ლენინის მძორი მავზოლეუმში
ქართველი
22 ივლისი 2019 18:19
2
გესინია ლუსების პაწაწა?
odala
22 ივლისი 2019 11:16
9
ჯიგიტი არა სკინხედი კიდე
Grisha
22 ივლისი 2019 01:27
5
ძალიან მაგარი ამბავია )) ყოჩაღ ბიჭებო.ვნახოთ მეორე ქართული ტრიო რას იზამს დებიუტში ,ბელგიის სამ გიორგის ვგულისხმობ ))
paladin
22 ივლისი 2019 01:01
0
викави ам тамашзе чемс гвердит ико арсеналис скаути гогорс митхра квагас ваквигдебио.
дато
22 ივლისი 2019 00:25
4
თუ ნატაშებსო?
დათო
22 ივლისი 2019 00:53
9
შეტევა მიქელთაძემ დაიწყო (მისი პასით კვარაცხელასადმი) და მერე დაამთავრა
დათო
22 ივლისი 2019 00:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული