"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" ბარიერს გადალახავს, ის მალტურ "ვალეტასა" და უნგრულ "ფერენცვაროშს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველ მატჩს ქართველები შინ გამართავენ.

პირველი მატჩები 6/7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 13 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რომ "ფერენცვაროშის" ღირსებას ლაშა დვალი იცავს, რომელიც "საბურთალოს" აღზრდილია.

თუ "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" დაპირისპირებაში დამარცხდა, მაშინ ის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც სომხურ "არარატ არმენიასა" და გიბრალტარის "ლინკოლნს"
შორის გამარჯვებულ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვენ როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები გვაქვს, მოწყვეტილები ვართ რეალობას, მაგრამ ბურთი მრგვალია და ვნახოთ, საბურთალოს წარმატებას ვუსურვებ, მივდივარ სტადიონზე.
0
საბურთალო უეჭველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზა გასული და ის იქნება პირველი ქართული გუნდი ვინც მოახერხებს ამას
ნიკა
19:58 22-07-2019
3

სიახლეები პოპულარული