"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" ბარიერს გადალახავს, ის მალტურ "ვალეტასა" და უნგრულ "ფერენცვაროშს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველ მატჩს ქართველები შინ გამართავენ.

პირველი მატჩები 6/7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 13 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რომ "ფერენცვაროშის" ღირსებას ლაშა დვალი იცავს, რომელიც "საბურთალოს" აღზრდილია.

თუ "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" დაპირისპირებაში დამარცხდა, მაშინ ის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც სომხურ "არარატ არმენიასა" და გიბრალტარის "ლინკოლნს"
შორის გამარჯვებულ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვენ როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები გვაქვს, მოწყვეტილები ვართ რეალობას, მაგრამ ბურთი მრგვალია და ვნახოთ, საბურთალოს წარმატებას ვუსურვებ, მივდივარ სტადიონზე.
x.x
22 ივლისი 2019 23:15
0
საბურთალო უეჭველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზა გასული და ის იქნება პირველი ქართული გუნდი ვინც მოახერხებს ამას
ნიკა
22 ივლისი 2019 19:58
3
საბურთალო ევროპა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს მინიმუმ 90% და ჩემის აზრით ეს უკვე წარმატება იქნება საბურთალოსთვის მიტუმეტეს და დიდი გამოცდილება და ფლეი ოფშიც შეიძლება ბრძოლა და გასვლა
gui
22 ივლისი 2019 16:50
0
ზაგრების დინამოს ბარიერი უნდა გადავლახოთ და მერე უკვე სულ ცოტა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვართ უეჭველი. ღმერთი ჩვენსკენ.
roma
22 ივლისი 2019 15:26
0
მეგობარო ზაგრების ბარიერი თუ გადავლახეთ ევროპა ლიგის ჯგუფში ვართ ყოველ მიზეზ გარეშე
bacho
22 ივლისი 2019 15:53
0
ობიექტურები რომ ვიყოთ ზაგრებთან ჩვენი შანსი მინმალურია, თუმცა უეფაზე სომხურ გუნდთან გაჯიბრება მართლაც დამაინტრიგებელია და პლეიოფიც ერთი ხელის გაწვდენაზე იქნება :):):)

წარმატებები საბურთალოს!!!
sormona
22 ივლისი 2019 14:58
1
ზაგრები ბევრად უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ის ორი სავარაუდო მეტოქე ასე რომ ეს თამაშია გადამწყვეტი საბურთალოსთვის.
გიორგი
22 ივლისი 2019 14:31
0
Mტაცარია გრანდები აქVცდა
Mosexoneli
23 ივლისი 2019 12:48
0

სიახლეები პოპულარული