27 წლის მცველი გოდერძი მაჩაიძე კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ტორპედო" "ფეისბუქზე" ავრცელებს.
გოდერძი მაჩაიძე ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა, იქამდე კი, ბულგარეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდ "ვერეიაში". მაჩაიძემ წლევანდელ ეროვნულ ლიგაში 1 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 3 შემთხვევაში მატჩის განაცხადში იყო.
მაჩაიძე ქუთაისურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება და ის "ტორპედოსათვის" მე-9 ახალი ფეხბურთელი გახლავთ.