ყაზანის "რუბინის" "ტვიტერის" გვერდი ბექა მიქელთაძის მიერ მოსკოვის "დინამოს" კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა.
"რუბინის" გვერდმა ქართველის ფოტო განათავსა და დააწერა: "ქართველის გარეშე "რუბინი" არ არსებობს."
"რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის საწყის ორ ტურში 2 გოლი გაიტანა და ორივე გოლი ქართველების ანგარიშზეა. პირველ შეხვედრაში მოსკოვის "ლოკომოტივის" კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ხოლო ორივე შეხვედრაში ყაზანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი იყო.