ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "საბურთალოსთან" წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.

"საბურთალოს" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, შეტევაში, დაცვაში. ჩვენს მეტოქეს ჰყავს გამოცდილი მოთამაშეებიც. გამოვარჩევდი 17 (გიორგი დიასამიძე) და 9 (ლაშა შინდაგორიძე) ნომრებს.

"შერიფთან" გამართული მატჩები ვნახე და "საბურთალოს" ბევრი პლუსი აქვს. ტექნიკური და შეკრული გუნდია, თუმცა გავარდნას არც განვიხილავთ. ვეცდებით, ორივე მატჩი მოვიგოთ.

ჩვენ ძალიან შორს არ ვიხედებით. მთავარი ხვალინდელი მატჩია. რა იქნება საპასუხო შეხვედრაში, ამას ხვალინდელი თამაში გადაწყვეტს.

ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი
შეხვედრისთვის და იმედია, გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიელიცამ.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთის ფასი 1 ლარია.

altგიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

alt"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
ექნება საბურთალოს საგოლე მომენტები და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. მოკლედ 5% 95% ასე შევაფასებდი საბურთალოს შემდეგ ეტაპზე გასვლას.
გოგა
22 ივლისი 2019 22:54
11
მალტურმა გუნდმა გააგდო ხორვატიის საუკეთესო კლუბი და ჩვენ რა გვჭირს?! ჩვენც მოვუგებთ!
321
22 ივლისი 2019 22:30
3
ძლიერი არა ისაკიდე, ბატეს სტილის კლუბი იქნება, შეიძლება ძაან ცოტა ძლიერი. ჩემპიონთა ლიაგზე საერთოდ უთამაშიათ?
123
22 ივლისი 2019 22:28
12
უთამაშიათ და ნუ უყურებთ ამ გუნდს ისე თითქოს მარტივი იყოს
ვაკო
22 ივლისი 2019 23:23
1
იბრძოლეთ მოედნის ყოველ მონაკვეთზე, იყავით მუდამ აგრესიულები, უნდა დაჩაბნოთ ფიზიკურად- შეუპოვრობით და ასე ენა ჩავაკმენდინოთ აქაც და იქაც!-
გლახუნა
22 ივლისი 2019 22:11
2
ამდენი სპორტული საიტი და ჟურნალისტი არსებობს ხო შეიძლება ერთ ერთმა დაწეროთ ხვალ კოხრეიძე იქნება თუ დისკვალიფიკაცია აქვს?
elsa
22 ივლისი 2019 20:25
12
არ იქნება არა, ვინც დაინტერესებულია - იცის, ითქვა არაერთხელ... და თქმაც რად უნდა? ორი ყვითელი აქვს და როგორღა ითამაშებს?
ლევანი
22 ივლისი 2019 21:06
13
იქნება ძმაო უჩლ-ს საკვალიფიკაციოზე 3 ყვითელი თუ მიიღე მერე ტოვებ შეხვედრას კოხრეს ორი აქვს ასე რომ მაგაში გაგვიმართლა
ვაკო
22 ივლისი 2019 20:52
0
ყველა გამოხმაურება
უნდა მოვუგოთ და ჩავაკმნეტიოთ ენა
ka
22 ივლისი 2019 19:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული