ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩის წინ აზერბაიჯანულ Azerisport.com-ს ესაუბრა.

"პერსონალური დანაკლისი არ გვაქვს. გუნდი თავს კარგად გრძნობს. ვერ გეტყვით, რამდენად მზად ვართ "გაბალასთან" სათამაშოდ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ანდორულ კლუბთან ჩატარებულ მატჩებზე რთული იქნება.

ჩვენთვის ეს თამაშები ძალიან კარგი გამოწვევაა. მეტოქე შევისწავლეთ, კარგი ტრანსფერები განახორციელეს. თქვენი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან და რთული მატჩი იქნება, ამას ვხვდები", - ციტირებს Azerisport-ი ზაურ სვანაძეს.

კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს მოახლოებულ მატჩებზე დავით გარეჯთან დაკავშირებული ინციდენტი, ზაურ სვანაძემ უპასუხა:

"არ ვფიქრობ, რომ მოედანზე
რაიმე არასაფეხბურთო მოხდება. ჩვენ პროფესიონალები ვართ და საკუთარ საქმეს ბალახზე ვაკეთებთ".

ზაურ სვანაძე 2012-17 წლებში ბაქოს "ინტერში" მუშაობდა, ჯერ მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი - მთავარ მწვრთნელად.

"გაბალასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული