საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სამსახურით ბრატისლავის "სლოვანი" დაინტერესდა.
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან "სლოვანი" მაკედონიის "სუტიესკამ" გამოაგდო და მწვრთნელი მარტინ შეველა მოხსნეს, მის ნაცვლად კი გუნდი დროებით ვლადიმირ რედენკოვიჩს ჩააბარეს. თუმცა გულშემატკივრების სურვილია, "სლოვანს" სათავეში საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ჩაუდგეს.
sport24.pluska.sk-ის ცნობით, ფანების 60%-ის სურვილია, გუნდი ვაისმა ჩაიბაროს, ხოლო 38% ჩეხი კარელ იაროლიმის კანდიდატურის მომხრეა.
ვაისი "სლოვანს" 2011/12 წლების სეზონში წვრთნიდა, ხოლო იაროლიმი მისი წინამორბედი იყო.
ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული და რომც მოისურვოს, საეჭვოა, შეთავსებით მუშაობის უფლება დართონ - როგორც ეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თავკაცის, ილიას ზუროსის შემთხვევაში მოხდა.