გია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოსთან" მარცხის (0:2) შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა განვლილი მატჩის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არის დეტალები ფეხბურთში, რაზეც ვერ ისაუბრებ. ასეთი რამაა მსაჯი. მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ მსაჯის ქმედებები შევაფასო.

ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არბიტრზე საუბარი არაკორექტულია. ზაგრების "დინამო" გამოცდილია, ელოდებოდა თავის შანსს, მიიღო და გამოიყენა.

ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, ისეთი ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ასეთი დაღლა არ იქნებოდა. ასე მოხდა "შერიფთან". რამდენიმემ შეცვლა ითხოვა, მათ
დაღლა ეტყობოდათ. ეს ის ტურნირია, სადაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო. ჯერ ნახევარი შეხვედრა ჩავატარეთ. ამაზე დიდი ანგარიში "ამოგვიქაჩავს".

სტაბილურობას გამოცდილება სჭირდება. დღეს გვქონდა რაღაც მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პლუს, ამას დაემატა წვიმა, რაც კიდევ მეტად დამღლელია, მეტოქეს კი ასეთი პრობლემა ვერ შევამჩნიე.

საინტერესო იყო ჩემთვის მათთან თამაში. "დინამო" არ არის გრანდი, მაგრამ არის გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, ამას როგორ ვანვითარებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბრად ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მოვიგებდით.

გენეტიკაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და მგონია, მოვა დრო, როდესაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები შედეგს დადებენ.

დღეს დავინახე 10-მილიონიანი ფეხბურთელები და ჩემი ფეხბურთელები. მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. "შერიფთანაც" გვეგონა, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.

ლაშა შინდაგორიძე მცირე ტრავმითაა, გიორგი კოხრეიძის შემცვლელზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია. თუ შინდაგორიძემ ვერ ითამაშა, შეიძლება გადავეწყოთ და ორი ფორვარდით ვითამაშოთ.

ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ. უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მიყვარს. დღესაც მოგება გვსურდა, მაგრამ რაც მოხდა, ნახეთ.

კოხრეიძეს არც ერთ არასაფეხბურთო მომენტში არ მიუღია ყვითელი ბარათი. ევროპელებმა იციან, რაზე იძლევიან მსაჯები ბარათებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ამით იყო განპირობებული მის მიერ მიღებული ბარათები ზედიზედ სამ შეხვედრაში".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
"მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია" ეგ ყველამ ვიცით, თქვენ რისი თავი გაქვთ, მწვრთნელებს ეს დაგვანახეთ
goga
24 ივლისი 2019 12:54
3
მოდი სიმართლე ვთქვათ,შეცვლები არა სწორი იყო.გუნდმა კარგად დაიწყო თამაში,მაგრამ ბოლოსწინა და ბოლო პასი არ კეთდებოდა,ერთი შეხებითაც ნაკლებად ვთამაშობდით.კოხრეს რომ უკეთ ეთამაშა ჩემი აზრით ჯობდა გორგის ეთამაშა,რადგანაც ცაციაა და უკეთ ათამაშებს ლაკვეხელიანს და კოხრეიძეს.შეცვლებიც დაგვიანებული და არასწორი იყო.მე შევცვლიდი ოთხი შემტევიდან სამს.საერთოდ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან.ალთუნაშვილიარ იყო შესაცვლელი.საბურთალო წინ!
master
24 ივლისი 2019 10:50
3
ეს ყენია რატომ მოიყვანეთ თუ არათამაშებდით,ან თუ ტრანვა ააქვს თქვიით რამე რო გასაგები გახდეს....
ნუ დაა
24 ივლისი 2019 07:52
2
ეჰჰ ჭია კაცი, რომ ილოს ფიქრებს აჰყვები ყოველთვის წააგებ!!!!!!! არ მეგონა თუ შეცდებოდი.
rezi
24 ივლისი 2019 12:06
7
ქართველ ფეხბურთელებზე უკეთ ვინ თამაშობს ძაან მაინტერესებს? წამყვან კლუბებში პირობები თამაშობს და ფეხბურთელებს ათამაშებს ეს პირობები..აი ეს არის უდიერი საუბარი მწვრთნელისგან,,მიეცით ერთ მოგებაზე საბურთალოს თითოეულ ფეხბურთელს 20000-ევრო და ნახავთ რა უქნან ნებისმიერ გუნდს,,აი სწორედ ამ უდიერი საუბრისთვისაა გასაშვები გუნდიდან..
luka
24 ივლისი 2019 15:10
6
ბატონო გიორგი, ოდნავ დაკვირვებული კაცი, მარტო ამ კომენტარების წამკითხავი ისწავლიდა მწვრთნელობას. ლამის ყოველი მეორე კომენტარი ეხება ჩვენი ფეხბურთელების ფიზ. მომზადების დაბალ დონეს. ნუთუ ასე ძნელია მოამზადო ფეხბურთელი ისეთნაირად, რომ ორი ტაიმის განმავლობაში შეეძლოს სირბილი და ასე არ ეჩაგრებოდეს მეტოქეს. ასევე ნულია უბურთოდ მოძრაობა, გახსნა, დროული მანევრი. ამას ტაქტიკა ჰქვია და ეს მწვრთნელისგანაა. როცა ამას ისწავლიან ქართული გუნდები, შემდეგ წარმატებებიც მოვა. მაპატიეთ, ბატონო გიორგი, მაგრამ ასეთი ფიზმომზადებით და სამწვრთნელო აზროვნებით ევროპაზე არაფერი გვესაქმება. კიდევ მორიგი შერცხვენა?
თენგაბი
24 ივლისი 2019 16:58
5
artanuji momismine chen, me minda latinurad davcer da minda kartulad, cheni sakme araa,da cheni chkuis scavleba ar mchirdeba, me ase upro miadvildeba, chentvis damavickda chekitxva, chkua sxvas daarige, da nu mimartav moderators ra cesia es ar gamoakveknoo latinurado, chen kartvelobachi tu mejibrebi, ver momigeb, uzveles kalakchi vcxovrob da mexute taobis kutaiseli var da kidev ertxel chennairebis chkuis rigeba ar mchirdeba.
KUTAISELI
24 ივლისი 2019 11:24
12
კუტეისელო, (თვარა ქუთეისელი რომ ყოფილიყავი ქართულის წერა, რაფერ შეგრცხვებოდა, ნეტა) და ვინც ხართ საერთოდ აქ კომენტარების გაშვებაზე პასუხისმგებლები, აღარ მიხედავთ მკითხველის პატივისცემას ყურადღებას?! ეს საკითხი რომ გასარჩევი იქნება, ქართულად დაიწეროს და დაიდოს ქართველი მკითხველისთვის (თორემ ვინ შეგედავებათ ინგლისურ და რუსულენოვან ნაწილში სხვა ენაზე გამოხმაურებაზე) ასე რთულია? თუ სირცხვილია ამ საკითხის დაყენება თქვენ შორის? ჰოდა იმოქმედეთ... თუ არადა ვრცელია ინტერნეტ-სივრცე და რეკლამის პარალელურად ანტირეკლამაც შესაბამისად მუშაობს...
ზვიადი
24 ივლისი 2019 12:15
1
არ ხარ მართალი, არის ლოგიკა იმ კაცმა რაც გითხრა, ნახევარგვერდიანი პასუხის გაცემა და საქმის გარჩევა არ იყო საჭირო, სად ცხოვრობ და რომელი ქალაქიდან ხარ კიდევ...
ლევანი
24 ივლისი 2019 12:30
1
ყველა გამოხმაურება
ეს გასაშვებია გუნდიდან არა შედეგის გამო არამედ ასეთი უფიერი საუბრისთვის და ქართველი ფეხბურთელების უდიერად მოხსენიებისთვის, ეს ვინ ყოფილა
საბურთალო
24 ივლისი 2019 00:09
90
სხვა სტატიაზე ხომ არ იყო კომენტარი?
კლიმენტი
24 ივლისი 2019 02:02
2
შენ სხვა თამაშს უყურე უეჭველი,ასეთი კარგი და გამართული თამაში ბოლოს როდის ნახე ქართველების შესრულებით...ის რაც აკლდა საბურთალოს რამაც გამოიწვია წაგება ძალიან მალე მოვა თუ ამ გუნდს არ დაშლიან....
ვაი გულშემატკივარი
24 ივლისი 2019 08:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული