გია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოსთან" მარცხის (0:2) შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა განვლილი მატჩის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არის დეტალები ფეხბურთში, რაზეც ვერ ისაუბრებ. ასეთი რამაა მსაჯი. მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ მსაჯის ქმედებები შევაფასო.

ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არბიტრზე საუბარი არაკორექტულია. ზაგრების "დინამო" გამოცდილია, ელოდებოდა თავის შანსს, მიიღო და გამოიყენა.

ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, ისეთი ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ასეთი დაღლა არ იქნებოდა. ასე მოხდა "შერიფთან". რამდენიმემ შეცვლა ითხოვა, მათ
დაღლა ეტყობოდათ. ეს ის ტურნირია, სადაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო. ჯერ ნახევარი შეხვედრა ჩავატარეთ. ამაზე დიდი ანგარიში "ამოგვიქაჩავს".

სტაბილურობას გამოცდილება სჭირდება. დღეს გვქონდა რაღაც მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პლუს, ამას დაემატა წვიმა, რაც კიდევ მეტად დამღლელია, მეტოქეს კი ასეთი პრობლემა ვერ შევამჩნიე.

საინტერესო იყო ჩემთვის მათთან თამაში. "დინამო" არ არის გრანდი, მაგრამ არის გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, ამას როგორ ვანვითარებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბრად ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მოვიგებდით.

გენეტიკაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და მგონია, მოვა დრო, როდესაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები შედეგს დადებენ.

დღეს დავინახე 10-მილიონიანი ფეხბურთელები და ჩემი ფეხბურთელები. მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. "შერიფთანაც" გვეგონა, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.

ლაშა შინდაგორიძე მცირე ტრავმითაა, გიორგი კოხრეიძის შემცვლელზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია. თუ შინდაგორიძემ ვერ ითამაშა, შეიძლება გადავეწყოთ და ორი ფორვარდით ვითამაშოთ.

ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ. უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მიყვარს. დღესაც მოგება გვსურდა, მაგრამ რაც მოხდა, ნახეთ.

კოხრეიძეს არც ერთ არასაფეხბურთო მომენტში არ მიუღია ყვითელი ბარათი. ევროპელებმა იციან, რაზე იძლევიან მსაჯები ბარათებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ამით იყო განპირობებული მის მიერ მიღებული ბარათები ზედიზედ სამ შეხვედრაში".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
ძალიან მომეწონა საბურთალო!! საბურთალოს მხოლოდ ბოლო 3 თამაში მაქვს ნახული! მანამდე არ ვიცოდი რა ოქროს ბიჭები გვყოლია! თუ სტიმული ექნათ ეს გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს. რაც შეეხება ფიზიკურ გამძლეობას, ამას ძირითადად გენეტიკა განსაზღვრავს და ჩვენ ეთიოპელებივით და კენიელებივით გამძლენი ვერავითარი ვარჯიშით ვერ გავხდებით! ფიზიკური კონდიციების ცოტათი გაუმჯობესება კი არის შესაძლებელი, მაგრამ ამ საკითხზე თუ გადაერთო ფეხბურთელი ბურთი როდესღა ითამაშოს?! ამიტომ ჩვენ ტოტალურ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ, უნდ ვითამაშოთ გააზრებული ზონა, და საერთოდ ქართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! ბურთის ფლობა, დრიბლინგი უნდა ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე, ყველა თავდამსხმელი მესხი და მეტრეველი უნდა იყოს, ნახევარმცველი ყიფიანი და მაჩაიძე, მცველები ძოძუაშვილი და ხურცილავა! აი ვის უნდა მივბაძოთ და რომელი ფეხბურთი ვითამაშოთ, საით უნდა მივისწრაფოდეთ! ერთი მაჩაიძისნაირი კაცი რომ გვყავდეს მოედნის ცენტრში, რომელიც 2-3 წუთს მარტო, უპასოდ შეიკავებს ბურთს და დაცოცხავს მის ირგვლივ მეტოქეს, მაშინ სულ სხვა მდგობმარეობა იქნებოდა გუნდებშიც და ნაკრებშიც!
aburjga
19:32 24-07-2019
0
ბატონო გიორგი, ოდნავ დაკვირვებული კაცი, მარტო ამ კომენტარების წამკითხავი ისწავლიდა მწვრთნელობას. ლამის ყოველი მეორე კომენტარი ეხება ჩვენი ფეხბურთელების ფიზ. მომზადების დაბალ დონეს. ნუთუ ასე ძნელია მოამზადო ფეხბურთელი ისეთნაირად, რომ ორი ტაიმის განმავლობაში შეეძლოს სირბილი და ასე არ ეჩაგრებოდეს მეტოქეს. ასევე ნულია უბურთოდ მოძრაობა, გახსნა, დროული მანევრი. ამას ტაქტიკა ჰქვია და ეს მწვრთნელისგანაა. როცა ამას ისწავლიან ქართული გუნდები, შემდეგ წარმატებებიც მოვა. მაპატიეთ, ბატონო გიორგი, მაგრამ ასეთი ფიზმომზადებით და სამწვრთნელო აზროვნებით ევროპაზე არაფერი გვესაქმება. კიდევ მორიგი შერცხვენა?
თენგაბი
16:58 24-07-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული