ნენად ბიელიცა: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ - ყველაფერი ზაგრებში გადაწყდება

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"კარგი ოპონენტი გვყავდა, ღია თამაში იყო. პრობლემები შეგვიქმნეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ტაიმში დავლაგდით, უფრო აგრესიულად ვითამაშეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. ყველაფერი ზაგრებში გადაწყდება, იქ ბრძოლა მოგვიწევს.

თავისუფლად შეიძლებოდა სხვა ანგარიში ყოფილიყო, "საბურთალო" ძალიან კარგი გუნდია. ვიცით, ვის ვეთამაშებით და ამას გავითვალისწინებთ.

ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. "საბურთალო" გვჯობ
და. არ ჰქონიათ განსაკუთრებული მომენტი, თუმცა თამაშს აკონტროლებდნენ.

შესვენებისას ამაზე ვილაპარაკეთ და მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში ისეთ კარგ ოპონენტს, როგორიც "საბურთალოა", შესაბამისი პრესინგით ვერ დავუპირისპირდით, მეორე ტაიმში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გამოვასწორეთ".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება
.

altზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასის ხარჯზე დაამარცხა

altგია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
საბურთალო ახალგაზრდული გუნდია და თუ შეინარჩუნეს ეს გუნდი აუცილებლად აჩუქებს საქართველოს გამარჯვებებს. ნამდვილად იგრძნობოდა გუშინ ამ ბიჭების თავდადება და სამომავლო პოტენციალი.
sabu
11:30 24-07-2019
1
საგოლ ბიჩებო. მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახუტებდით
ხაშური
11:28 24-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული