ნენად ბიელიცა: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ - ყველაფერი ზაგრებში გადაწყდება

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"კარგი ოპონენტი გვყავდა, ღია თამაში იყო. პრობლემები შეგვიქმნეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ტაიმში დავლაგდით, უფრო აგრესიულად ვითამაშეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. ყველაფერი ზაგრებში გადაწყდება, იქ ბრძოლა მოგვიწევს.

თავისუფლად შეიძლებოდა სხვა ანგარიში ყოფილიყო, "საბურთალო" ძალიან კარგი გუნდია. ვიცით, ვის ვეთამაშებით და ამას გავითვალისწინებთ.

ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. "საბურთალო" გვჯობ
და. არ ჰქონიათ განსაკუთრებული მომენტი, თუმცა თამაშს აკონტროლებდნენ.

შესვენებისას ამაზე ვილაპარაკეთ და მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში ისეთ კარგ ოპონენტს, როგორიც "საბურთალოა", შესაბამისი პრესინგით ვერ დავუპირისპირდით, მეორე ტაიმში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გამოვასწორეთ".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება
.

altზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასის ხარჯზე დაამარცხა

altგია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
არცერთი გუნდი არ აშენებულა ერთ დღეში და თუ ვინმე ამ ბიჭების თავდადებას ვერ ხედავს საერთოდ ფეხბურთს არ უნდა უყუროს რომელმა ზაგრებელმა ფეხბურთელმა აჯობა ინდივიდუალურად ჩვენს ბიჭებს? უბრალოდ მათ მეტად გაუმართლათ
ემიგტანრი
24 ივლისი 2019 00:41
1
ბევრი შენნაირად ვერ აზროვნებს,ბევრსაც კრიტიკული სული ააქვს ბევრიც საქართველოს გაყიდვაზე ხელს აწერენ და აქ რო ამ ბიჭებზე კრიტიკულად ისაუბრონ რა უნდა გაგვიკვირდეს..
ასევე
24 ივლისი 2019 08:11
1
“გამოქლიავებული” ხარ ვიღაცა
Zaza
23 ივლისი 2019 23:56
17
საბურთალო ახალგაზრდული გუნდია და თუ შეინარჩუნეს ეს გუნდი აუცილებლად აჩუქებს საქართველოს გამარჯვებებს. ნამდვილად იგრძნობოდა გუშინ ამ ბიჭების თავდადება და სამომავლო პოტენციალი.
sabu
24 ივლისი 2019 11:30
1
ხოოოო იქ დინამო ზაგრებს გაუჭირდება, 2-3 გოლს სეაგდებს იქაც და მშვიდობით საბურთალიოოოოოოოო, იბურთავეთ ონში ხონში და ზესტაფონში, ევროპა თქვენთვის არაა, უბრალოდ თქვენისთანა გუნდებთან დიდი ფული კეთდებააააააააა
123
23 ივლისი 2019 23:45
65
ერთერთმა უსუსტესმა დინამომ? მაშინ თუ უსუსტესი დინამო იყო ამ დინამოს რას დაარქმევდი შე არამცოდნე.თუმცა ზაგრებზე ბევრად მაგარი გუნდი ცრვენა ზვეზდა იყო.
დინამო
24 ივლისი 2019 01:35
4
ზაგრების დინამო კი არა უფრო მაგარი გუნდი იყო ცრვენა ზვეზდა თბილისის დინამომ ახლახანს ბდღვირი რომ ადინა.ისტორიაში ერთერთმა უსუსტესმა დინამომ.იმის მერე დაიწყეს ალბათ ფეხბურთელებში ფულის გადახდა, იქამდე ჟმოტაობდნენ.
ddgfdf
24 ივლისი 2019 01:01
4
საგოლ ბიჩებო. მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახუტებდით
ხაშური
24 ივლისი 2019 11:28
1
რა ფული კეთდება?
ddgfdf
24 ივლისი 2019 00:58
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული