"აბერდინის" მცველი: საქართველო იმაზე უფრო კარგი ადგილია, ვიდრე წარმომედგინა

AutoSharing Option
"აბერდინის" მცველმა შეი ლოგანმა thescottishsun-ს ინტერვიუ მისცა და საჩხერის "ჩიხურასთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ძალიან მომწონს ასეთი მატჩები. როცა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობ, ეთამაშები განსხვავებულ გუნდებს და ნახულობ ახალ ადგილებს. ფეხბურთელისთვის განსხვავებული მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში კარგი ტესტია.

ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ ჯგუფურ ეტაპზე ვერ ვითამაშებთ. ზოგჯერ უყურებ ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდების თამაშს და ფიქრობ: "ამათ ხომ ჩვენ მოვუგებთ", თუმცა ასე არ არის, წინასწარ ვერაფერს იტყვი. შეხედეთ, რა დაემართა "კილიმარნოკს", ასეთ შედეგს არავინ ელოდა, თუმცა ისინი ევროპა ლიგის პირველი ეტაპიდან გამოვარდნენ. ეს კი
გვიჩვენებს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მათ შესახებ ძალიან ბევრი არ ვიცით, თუმცა გასულ წელს "ჩიხურა" საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში ჩვენსავით მე-4 ადგილზე გავიდა, კარგი სეზონი ჰქონდათ, კარგი ფეხბურთელებიც ეყოლებათ.

საერთოდაც, საქართველო იმაზე უფრო ლამაზი ადგილია, ვიდრე მოველოდი და თამაშს მოუთმენლად ველოდებით, იმის მიუხედავად, მოვა თუ არა ბევრი ადამიანი სტადიონზე".

საჩხერის "ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის შეხვედრა დღეს, 25 ივლისს, 20:45 საათზე დაიწყება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე და "დინამო არენის" სალაროებში არის შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული