ბრიტანული პრესა: "ჩიხურა" სოფლის გუნდია, არც გულშემატკივრები ჰყავთ და...

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura

რამდენიმე ბრიტანული გამოცემა "ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ შეხვედრას გამოეხმაურა.

ყველა ერთად აღნიშნავს, რომ შოტლანდიურ კლუბს გასვლაზე თამაში დისკომფორტს არ შეუქმნის, რადგან "დინამო არენაზე" გულშემატკივრები არ იქნებიან და გუნდები, ფაქტობრივად, ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ.

Eveningexpress-ი წერს, რომ შეხვედრას 1000-ზე ნაკლები ადამიანი დაესწრება და მათგან 50 წითელარმიელი იქნება, ანუ "აბერდინის" ფანი. გამოცემა აღნიშნავს, რომ "ჩიხურა" სასოფლო-სამეურნეო სოფელ საჩხერეში დაფუძნებული კლუბია და თბილისიდან 3 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. მათი 2000 კაცზე გათვლილი ცენტრალური სტადიონი უეფას მოთხოვნებს
ვერ აკმაყოფილებს და სწორედ ამიტომ იმართება შეხვედრა თბილისში.

ბრიტანელები იმასაც წერენ, რომ "ჩიხურამ" ნეიტრალური ფანების მოსაზიდად თამაშზე უფასო დასწრება გამოაცხადა და იმედოვნებენ, რომ დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა მათ თამაშზე დამსწრეთა რაოდენობას გაზრდის.

  • რედაქციის შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია, "ჩიხურა"-"აბერდინის" მატჩის ბილეთების ფასი 2 და 5 ლარია.

Pressandjournal-ი აქვეყნებს სტატიას და სათაურში წერს, რომ სიჩუმის ხმა ენდი ქონსაიდინს ("აბერდინის" ფეხბურთელი) ხელს არ შეუშლის "ჩიხურას" წინააღმდეგ თითქმის ცარიელ მოედანზე თამაშის დროს. თავად ფეხბურთელი, რომელსაც "აბერდინის" ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამბობს, რომ ცარიელ მოედანზე თამაში მას არ შეაწუხებს და ეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ იქნება.

"ეს ყველაფერი "შკენჯიას" წინააღმდეგ მაკედონიაში გამართულ შეხვედრას მახსენებს. იქაც ეროვნულ სტადიონზე ვითამაშეთ. იქაურობა მკვდარ ადგილს ჰგავდა, მკვდარი გარემო იყო. მახსოვს, 200 თუ 300 ფანი წავიყვანეთ", - თქვა ქონსაიდინმა. იქვე დაამატა, რომ ამის მიუხედავად, "ჩიხურას" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ადვილი არ იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ გასვლითი შეხვედრა მათ აძლევს შანსს, რომ რამდენიმე გოლი გაიტანონ და მეორე თამაშის წინ საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდეთ.

Nottheoldfirm-ი კი ერთგვარ ირონიულ ტექსტს აქვეყნებს და სათაურში საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩის სიტყვებიდან გამოტანილი დასკვნა უწერიათ, რომ "ჩიხურას" მეკარე  "აბერდინს" აფრთხილებს. მათ მიხედვით, ჰამზიჩმა Evening Times-თან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, "აბერდინი" ისტორიული კლუბი და დაპირისპირებაში ფავორიტია, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ფანების წინაშე თამაში "ჩიხურას" ძალას მატებს და ფეხბურთელები დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

ამის შემდეგ სტატიის ქვეთავში წერენ, რომ "აბერდინს" არ უნდა ადარდებდეს ის ფაქტი, რომ "ჩიხურა" სახლში თამაშობს, რადგან "დინამო არენა" "ჩიხურასათვის" საშინაო მოედანი მხოლოდ ქაღალდზეა. ტექსტის ბოლოში კი ავტორი წერს, მიუხედავად გასვლითი შეხვედრისა, "აბერდინი" "ჩიხურას" მოუგებს და მათი მოლოდინი ეს არის.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 45 /
წარმატებები ჩიხურას, ისეთი დღე აყარეთ საერთოდ ეზიზღებოდეთ ბურთის დანახვაც
givi
16:33 25-07-2019
0
ისეთი ანგარიში უნდა გათხარო მაგათ, რომ ბრიტანულ პრესასაც ვერ გამოქონდეთ და მერე იქეთ უნდა გაუგზავნო დამამცირებელი სტატიები
givi
16:31 25-07-2019
0

სიახლეები პოპულარული