
დღეს მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ფედორ ჩერენკოვი 60 წლის გახდებოდა. "სახალხო გუნდი" მის საფლავზე შეიკრიბა და ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ თბილად მოიხსენია:
"ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური იყო, კარგად ხედავდა მოედანს. როდესაც 17 წლისა "სპარტაკში" თამაშს ვიწყებდი, ჰკითხეს, იმჟამინდელი შემადგენლობიდან ვინ ჰგავდა. მე დამასახელა და მისი სიტყვები ჩემი ცხოვრების სტიმული გახდა", - ციტირებს ანანიძეს კლუბის საიტი.