"დინამოს" მწვრთნელი: თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" (2:0) მოგების შემდეგ მატჩის შესახებ ისაუბრა.

"საუკეთესო ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ. მთელი გუნდი, ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი სიძლიერე - გუნდური თამაში.

დღევანდელ და არამარტო დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვაა. კარგი მატჩი იყო, შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება.

გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. პირველ ნახევარში რამდენჯერმე შეგვეძლო გოლის გატანა, ვაკონტროლებდით თამაშის რიტმს.

ჩვენ ყველა მატჩისთვის
კონკრეტული გეგმა გვაქვს. ეს ევროტურნირებია და ბოლომდე თამაშს ვაპირებთ. დღევანდელი შედეგი არ არის ის, რითაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.

წარმატების მიზეზი გუნდის შეკრული მუშაობაა, არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ მთელი სტაფი. როცა ყველა საკუთარ საქმეს აკეთებს, ამას წარმატება მოაქვს", - განაცხადა ვისენტემ.

საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება.

ბაჩო შურღაია გაბალიდან


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს ვულოცავ გამარჯვებას,აშკარად ჩანდა,რომ გაბალაზე უკეთეს ფორმაში ვიყავით და ამიტომ ვერ ვხვდები რატომ ითამაშა დინამომ თავისთვისაც გაუგებარი თამაში.ნაცვლად იმისა,რომ ჩვეულებრივ გაეგრძელებინათ შეტევები,დაიწყეს ვითომ დროის მოკვლა და ამ მოკვლაში 5 გაფრთხილება ავკრიფეთ.ჩვეულებრივ,ბუნებრივ თამაშში კი გოლებსაც გავიტანდით და ამ გაფრთხილებებსაც ავიშორებდით.რა თქმა უნდა დინამო აქაც ფავორიტი იქნება და ალბათ გავალთ,მაგრამ ჩვენი დაცვის უაზრო შეცდომებს რომ ვუყურებ და ფეინოორდი მახსენდება,ტანში მაჟრიალებს
სოსო
21:45 25-07-2019
0

სიახლეები პოპულარული