ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები

AutoSharing Option
25 ივლისს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

ჰაგესუნდი - შტურმი 2:0
გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

არსენალი (ტულა) - ნეფთჩი 0:1
რუსული გუნდის მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

შახტიორი (ბელორუსი) - ესბიერგი 2:0
დანიური გუნდის ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ლუცერნი - კლაკსვიკი 1:0
მასპინძელთა გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.

გენტი - ვიტორული 6:3
ბელგიურ გუნდში ნახევარმცველი გიორგი ბერიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყო.

ბუდუჩნოსტი - ზორია 1:3
ლუგანსკელთა გუნდში
სათადარიგო იყო მეკარე ზაურ მახარაძე. თბილისის "დინამოდან" გადასულმა ნახევარმცველმა დმიტრო ივანისენიამ შეუცვლელად ითამაშა, ნახევარმცველი ლევან არველაძე კი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე და 2 წუთში გოლი გაიტანა.

ლეგია - კუპსი 1:0
ვარშავული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთით გაიტანა მატეუშ ვიეტესკამ გოლი.

ვენტსპილსი - გრიზა 4:0
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა და ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ორდაბასი" გასვლაზე დაუზავდა "მლადას" (1:1), ხოლო "საბურთალოს" მიერ ძლეულმა "შერიფმა" ტირანაში 1:0 მოუგო "პარტიზანს".

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა დვალის გოლი გამოგრჩათ
სოსო
10:22 26-07-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული