თბილისის "დინამოს" განცხადება: "გაბალაში მატჩმა ნორმალურ გარემოში ჩაიარა"

AutoSharing Option
"გაბალასთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის (2:0) შესახებ განცხადება თბილისის "დინამომ" გაავრცელა. საფეხბურთო კლუბი "დინამო" იუწყება, რომ თამაშისას არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი.

"გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე „ფეიკ“ და სახელდახელოდ შექმნილი გვერდების მიერ მოხდა თამაშის მიმდინარეობის არასწორედ და პროვოკაციულად ამსახველი, დამონტჟებული ფოტო და ტექსტური ინფორმაციის გავრცელება, სადაც აქცენტი პოლიტიკურ ბანერებზე და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაზე გაკეთდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მატჩმა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს ყველაფერი შეხვედრის პირდაპირ ვიდეო რეპორტაჟშიც თვალნათლივ ჩანდა. გულშემატკივართა მიერ არ ყოფილა
გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი. ეს ცრუ ინფორმაციები ნამდვილად ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას. გთხოვთ ამ პროვოკაციული გვერდების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს თუ ნამდვილად ასეა ამ ცრუ ინფორმაციის შემქმნელები უნდა გამოავლინონ და დასაჯონ სათანადოდ! ისედაც მწვავეა საკითხი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კონტექსტში და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ იქნება საჭირო პ.ს. დავით გარეჯი იყო საქართველოს საკუთრება და იქნება ვინც არ უნდა ათამაშოს ერთი ადგილი!!! ჭკუით იყვნენ ზოგიერთნი ჩვენს ქვედა სამეზობლოში(არამარტო ქვედა ზემოდანაც საკმაოდ წაგვლიჯეს), ისედაც ბევრი ქართული მიწები აქვთ მიტაცებული, ოდესმე ჩვენთანაც მოვა გაზაფხული...............
ვალერი
09:29 27-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული