საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია "საბურთალოში" გააგრძელებს კარიერას - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს:
"ლევან ყენია ოფიციალურად "საბურთალოს" ფეხბურთელია. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, უახლოეს მატჩებში მიიღოს მონაწილეობა".
ყენია ბოლოს "დუდელანჟში" თამაშობდა, იქამდე კი თბილისის "ლოკომოტივის", "შალკეს", "კარპატის", "ფორტუნასა" და "სლავიას" ღირსებას იცავდა.
მან საქართველოს ნაკრებში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა.