"კოლორადო რეპიდსთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ "სან ხოსეს" არგენტინელმა დამრიგებელმა მატიას ალმეიდამ ვაკო ყაზაიშვილის შესახებ ისაუბრა.
ქართველმა შემტევმა "კოლორადოს" ლამაზი გოლი გაუტანა.
ალმეიდას ყაზაიშვილისა და კარლოს ველას შედარება სთხოვეს, რომელიც MLS-ის საუკეთესო ბომბარდირი და გამორჩეული მოთამაშეა.
"ასეთი შედარებები არ მაინტერესებს. ორ უდიდეს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და ვაკო იმ დონეზეა, რასაც მისგან ველი. როდესაც აქ მოვედი, ის უფრო დაბალ საფეხურზე იყო, თუმცა ვარჯიშითა და საუბრით, მიხვდა, ასე უნდა ითამაშოს, რომ ჩემთვის ასპარეზობა განაგრძოს", - განაცხადა ალმეიდამ.
MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში ყაზაიშვილმა უკვე 7 გოლის გატანა მოახერხა.
13:05 28-07-2019
"სან ხოსეს" მწვრთნელი: ასე უნდა ითამაშოს, რომ ჩემთვის ასპარეზობა განაგრძოს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ალმეიდა უძახე და მაგარი მოტივატორი და ჯიგარი კაცი კი ყოფილა
12
0
მოვიწვიოთ ალმეიდა ნაკრებში. მოტივატორი გვჭირდება ქართველებს
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული