დანიის უმაღლესი დივიზიონის მე-3 ტურში სეზონში პირველი დუბლი შეასრულა "რანდერსის" შემტევმა საბა ლობჟანიძემ. საბამ, გასვლით შეხვედრაში "ჰობროს" წინააღმდეგ ჯერ 11-მეტრიანი დარტყმიდან გახსნა ანგარიში, ხოლო 78-ე წუთზე გაათანაბრა (2:2).
აღსანიშნავია, რომ პენალტი თავად ქართველმა შემტევმა მოიპოვა, ის საჯარიმოში წააქციეს. "რანდერსს" განვლილ 2 ტურში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, დღევანდელი მატჩის შემდეგ კი კიდევ 1 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.