ქუთაისის "ტორპედო" მათე ცინცაძემაც დატოვა - ამის შესახებ 24 წლის ფეხბურთელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"მოვიდა დრო "ტორპედოს" გულშემატკივარს დაგემშვიდობოთ, მაგრამ დამშვიდობებამდე მსურს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ დაუვიწყარი ერთი წლისთვის.
ამ ერთი წლის განმავლობაში იყო საქართველოს თასი, სუპერთასი, ევროპალიგის პლეი-ოფი...
იყო შესანიშნავი ატმოსფერო გუნდში, რაშიც დიდი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვნის. მადლობა კახა ჩხეტიანს, რომლის როლიც ამ ყველაფერში განსაკუთრებულია. მადლობა ფანებს, ვის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი. და მადლობა გუნდელებს, ვისთან ერთადაც შევქმენით ის, რაც შევქმენით...
იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდეც შევხვდებით, იქამდე კი წარმატებებს გისურვებთ. მჯერა, "ტორპედო" ისევ ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც იყო! კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის", - წერს ცინცაძე.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცელი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას უცხოური კლუბის რიგებში ვიხილავთ.
16:00 28-07-2019
ქუთაისის "ტორპედო" მათე ცინცაძემაც დატოვა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზაალ ჩაჩვა რა გახარებული ხარ ვითომ ფული არ გაქ წადი ამ ტორპედოდან ან იმ ქვეყნად წადი
0
0
ყველა წავიდა და ზაალ ჩაჩავა არ აპირებს წასვლას? თუ დარჩა კიდევ რამე შესაჭმელი.
8
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული