ლეგიონის უქმეები: ქართველი გმირები ევროპაში [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ შაბათ-კვირას ქართველმა ფეხბურთელებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს: დანიაში საბა ლობჟანიძე "რანდერსის" გმირი გახდა, ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეს" რიგებში მორიგი გოლი გაიტანა, თან ძალიან ლამაზი; ვაკო გვილიამ კი 94-ე წუთზე საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გერმანია
III ბუნდესლიგა. II ტურილუკას ჰუფნაგელის "უნტერჰაჰინგმა" "ვიურცბურგერ კიკერსი" 5:4 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ბელგია
იუპერლიგა. I ტური. "ზულტე ვარეგემის" რიგებში ლუკა ზარანდიას დებიუტი შედგა. მისი გუნდი "მეხელენთან" 0:2 დამარცხდა, ლუკამ კი მოედანზე 78 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი
მიიღო.

იუპერლიგაში, "გენტის" რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი ბერიძესაც, რომელიც "შარლერუას" წინააღმდეგ მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. მატჩი 1:1 დასრულდა. გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ ყოფილან, ისინი ტრავმირებულები არიან.

შვეიცარია
სუპერლიგა. II ტური. შვეიცარიაში ერთმანეთს ოთარ კაკაბაძის და ლევან ხარაბაძის გუნდები დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დაშორდნენ. პირველი მათგანი თამაშში მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე ჩაერთო, ხარაბაძემ კი სრული შეხვედრა ჩაატარა.

დანია
სუპერლიგა. III ტური. შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა საბა ლობჟანიძეს, რომლის "რანდერსმა" "ჰობროსთან" 2:2 ითამაშა. სტუმართაგან დუბლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა. მან ჯერ საკუთარი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მატჩის ბოლოს კი მეორე გოლიც გაიტანა და მის კაცნაკლულ გუნდს ქულა გადაურჩინა.


ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" კი "ნორდსიელენდთან" 0:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. II ტური. პოლონეთში ვაკო გვილიამ გაიბრწყინა, მისმა "ლეგიამ" ვატო არველაძის "კორონა" 2:1 დაამარცხა. გვილია სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და 94-ეზე გამარჯვების გოლი გაიტანა. არველაძე შესვენებაზე შეცვალეს.


გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ლეხთან" 0:4 დამარცხა. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა.

შვედეთი
ოლსვენსკანი. XVI ტური. გიორგი ხარაიშვილის (90 წუთი) "გეტებორგი" "ნორჩოპინგს" უგოლოდ დაშორდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. I ტური. ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "სენტ პოლტენს" 3:0 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეასრულა და მოედანი 76-ე წუთზე დატოვა.

რუსეთი
პრემიერლიგა. II ტური. ჯიმი ტაბიძის "უფამ" საკუთარ მოედანზე "კრილია სოვეტოვი" 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა.

გია გრიგალავას ტულის "არსენალი" 2:3 დამარცხდა "როსტოვთან". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

კვლავ არ უთამაშია საბა კვირკველიას, მისი "ლოკომოტივი" კი ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" პრემიერლიგაში აღზევებულ "ტამბოვთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოვიდა.

უკრაინა
სუპერთასი. დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" უკრაინის სუპერთასზე კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო.

კიეველთა შემადგენლობაში 74-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი წიტაიშვილი.

ჩეხეთი
I ლიგა. III ტური. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" "ლიბერეცი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლატვია
ვირშლიგა. XXIII ტური. ირაკლი ბიძინაშვილის "იელგავამ" "სპარტაკსს" 2:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მატჩის ბოლო წუთზე გამოვიდა.

გუგა ფალავანდიშვილის და გიორგი მჭედლიშვილის "ვენტსპილსმა" 3:0 დაამარცხა "დაგავსპილსი". ქართველი ფეხბურთელები მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთნენ.

აშშ
MLS. "სან ხოსე" და ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაში არიან. ქართველმა შემტევმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, ამჯერად კი "კოლორადო რეპიდსთან" (3:1) მოგებულ შეხვედრაში.


გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. მე-20 ტური. "ტობოლში" რომ სერიოზული პრობლემებია, 28 ივლისს ჩატარებულმა შეხვედრამაც გამოაჩინა. ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდი ამჯერად "ქაისართან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა (0:2). ქართველებმა სრული შეხვედრა ჩაატარეს.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული