"საბურთალოს" პრეზიდენტი: ევროპულ გრანდს ჩვენთან ერთად საფეხბურთო სკოლის გახსნა სურს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სატელევიზიო გადაცემაში "სპორტი იმედზე" კლუბთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

"არნახული მხარდაჭერის გამო თითოეულ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ასევე, მადლობას გადავუხდი ჟურნალისტებს, რომლებმაც წაგებული გუნდის მწვრთნელი პროსკონფერენციის დარბაზიდან ტაშით გააცილეს.

რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რომ წაგებულ გუნდს ტაშს დაუკრავდნენ.

პირდაპირ მინდა აღვნიშნო, ასეთმა მხარდაჭერამ გუნდის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, დამფუძნებლებს, სპონსორებს დამატებითი მოტივაცია მოგვცა, რომ განვაგრძოთ კლუბის აღმშენებლობის პროცესი.

რაც შეეხება ტრანსფერებს, გვსურს, აგვისტოს თვე გამოვიყენოთ გაძლიერებისათვის, თუმცა ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული, რადგან მას უნდა
მოსწონდეს ფეხბურთელი და მოლაპარაკებებს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მოთამაშეებზე არის მოთხოვნა უცხოური კლუბებიდან და ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ვინმემ დაგვტოვოს.

დავამატებ იმას, რომ  "საბურთალოს" მიმართ გაიზარდა ინტერესი. მაგალითად, ზაგრების "დინამომ" ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. ასევე დავაანონსებ, რომ სექტემბერში გამოცხადდება ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, რომელსაც  ჩვენთან ერთად საფეხბურთო სკოლისა და აკადემიის გახსნის სურვილი აქვს.

ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია იქითკენ, რომ მეტი ინვესტიცია აკადემიაში, ფეხბურთელებში, მათ აღზრდასა და კომპეტენტური მწვრთნელების ჩამოყვანაში ჩავდოთ. ასევე, გვსურს შევარჩიოთ სტადიონის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენში ხომ საქმის მკეთებელს ვერ იტანენ, ასე, რომ ნუ შედრკებით, საბურთალოს მესვეურებო, წინ, ევროპისაკენ...
mamuka09ze
13:03 29-07-2019
2
ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ახლო მომავალში ქართული ფეხბურთის მომავალს და არა იმიტომ რო ნოჭი არ გვაქვს,არა...სანამ ქართულ ფეხბურთში არ მოისპობა კორუფცია,შინაურ-ნაცნონ-ზემოდან დარეკვა,სანამ არ იქნება ბავშვებში მომუშავე პროფესიონალი მწვრთნელები და არა უბრალოდ ფულის მკეთებელი მწვრთნელები,სანამ არ დაისჯებიან სამაგალითოდ ისინი ვინ და რაც გაუკეთეს ტორპედოს და ყველაზე მთავარი: სანამ ღარიბი ოჯახის ბავDვებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ფეხბურთში ვარჯიში.გავიგოთ რომ მგელი მშიერი ნადირობს! რატო გვაქ ჭიდაობაში წარმატებები? იმიტომ რო გაჭირვებული ოჯახიდან ბავშვებს ჭიდაობაზე ვარჯიDი ასე თუ ისე შეუძლიათ.მე მაიც მჯერა რო ადრე თუ გვიან ჩვენი გამარჯვებების დროც მოვა.
Jordan Beli
13:52 29-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული