"გაბალას" მცველი: შარშანდელი შემადგენლობა რომ გვყოლოდა, "დინამოს" დავამარცხებდით

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" მცველმა რასიმ რამალდანოვმა თბილისის "დინამოსთან" მარცხის (0:2) შესახებ ადგილობრივ azerisport.com-თან ისაუბრა.

"ჩვენი ყველა ფეხბურთელი მოედანზე საბრძოლო ჟინით გავიდა, მაგრამ "დინამოს" დამარცხება ვერ შევძელით. მომენტების რეალიზაცია აუცილებელია, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის.

ჩვენგან განსხვავებით, "დინამო" მატჩისთვის მომზადებული იყო. მათი ჩემპიონატი მიმდინარეობს, შემადგენლობა დაბალანსებულია, კარგი მოთამაშეები ჰყავთ, აქამდე კი ორი საკვალიფიკაციო შეხვედრა გამართეს.

ჩვენთვის პირველი მატჩი იყო. ამიტომ რთული გამოვიდა. იმედი მაქვს, ახალწვეულები მომავალში დაგვეხმარებიან. 0:2 ცუდი შედეგია, მაგრამ საკუთარი ძალების უნდა ვიწამოთ.

ყველაფრის შეცვლა შეიძლება. თბილისიდან სასურველი შედეგით უნდა
დავბრუნდეთ. გასული წლის შემადგენლობა რომ გვყოლოდა, "დინამოს" დავამარცხებდით", - ციტირებს რასიმ რამალდანოვს azerisport-ი.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი ფეხბურთელი 2016 წელს ფოთის "კოლხეთის" რიგებში თამაშობდა.

თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" საპასუხო დაპირისპირება პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

altთბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

alt"დინამოსა" და "გაბალას" შორის მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
81-ს დინამო რო გვყოლოდა დაგახევდით მაგ ბურთს თავზე
fuტbalista
18:05 29-07-2019
1
ბებიას რომ ***რები ჰქონოდა ბაბუა იქნებოდა
რომან ფიფია
20:04 29-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული