"სპარტაკში" ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს - ჯანო ანანიძეს შურლე და ლარსონი შეავიწროებენ

AutoSharing Option
ცუდ დღეშია ერთ დროს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მოსკოვის "სპარტაკი" - 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-10 ადგილზეა და მისი ხსნა-საშველიც არა ჩანს.

პრემიერლიგის ბოლო ტურში დებიუტანტ "ტამბოვთან" წაგებული მატჩისას (0:2) გუნდის მწვრთნელს, ოლეგ კონონოვს გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ხოლო იგორ შალიმოვმა, რომელიც "სახალხო გუნდის" ღირსებას 1986-91 წლებში იცავდა (შემდეგ "ინტერსა" და "ნაპოლიში" თამაშობდა), მას სახალხოდ დებილი უწოდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ კვირას "სპარტაკი" გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ფედორ ჩერენკოვის საფლავზე გავიდა და კონონოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩერენკოვს დაბადების 60 წლისთავი მიულოცა.
ჰოდა, გაგიჟდა შალიმოვი, სად გაგებულა, მიცვალებულს დაბადების დღეს ულოცავდნენო.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს, რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა და დატოვეს, შანსიც მისცეს, მაგრამ ვერ იყენებს. ორი გადატანილი ოპერაციის შემდეგ რაღაცნაირად შებოჭილია, თითქოს ფსოქოლოგიურად დათრგუნულია და ვერ თამაშობს სათანადოდ. არადა, როდესაც 10 წლის წინ ამ გუნდში ასპარეზობა დაიწყო, სულ სხვანაირი იყო: ენერგიული, პერსპექტიული, ანთებული, ახლა კი ოდენ ძველი ჯანოს აჩრდილიღაა.

პირველ ტურში "სოჭისთან" (1:0) ჩვენებური ძირითადში დააყენეს და 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე ტურში "როსტოვთან" (2:2) სათადარიგო იყო, ხოლო მესამე ტურში "ტამბოვთან" შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და თავის გუნდს ისევ ვერაფრით ვერ შეეწია.

მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ "სპარტაკის" ხელმძღვანელებმა შეტევის გაძლიერება გადაწყვიტეს - "დორტმუნდისგან" ანდრე შურლე ინათხოვრეს და გაისად მისი კონტრაქტის 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ, ხოლო "ნორჩეპინგისგან" ცნობილი შვედი ფეხბურთელის, ჰენრიკ ლარსონის შვილი, იორდან ლარსონი 4 მილიონად შეიძინეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ იხარჯება, ტრამვა არ უშვებს არაა და სწორადაც იქცევა, კიდევ ერთი ტრამვა და მორჩა მაგის ფეხბურთი. ნელ-ნელა ვარჯიშით და, ცოტა თამაშით, ასე ნახევარი საათი მაინც რომ ათამაშონ ხოლმე,იქნებ აკრიბოს ფორმა და ზოგადად მაგის ბრალია, რას მიაკვდა ამ სპარტაკს, მარა მაგიც რუსია ნახევრად, როგორც ვიცი და ეგაა, დედის მხრიდან. რავიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოს
ვასო
21:25 30-07-2019
0
ჯანო ცოტა თავს შემოუძახე თორემ საქართველოს ჩემპიონატი არ აგცდება! ჯერ ახალგაზრდა ხარ და უნდა მოინდომო, შანსები გეძლევა დანარჩენი უნდა დაამტკიცოოო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული