საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველმა გურამ კაშიამ აშშ-ის "მწვანე ბარათი" მიიღო და ამიერიდან ლეგიონერად აღარ ითვლება.
ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის რიგებში რამდენიმე მატჩი გამოტოვა. სავარაუდოდ, მიზეზი სწორედ აღნიშნული ბარათისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება იყო.
როგორც MLS-ის კლუბის ვებგვერდი იუწყება, კლუბში ამ დროისთვის 7 ლეგიონერი რჩება, თუმცა მათ შორის ქართველები აღარ არიან, ვაკო ყაზაიშვილმა "მწვანე ბარათი" მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.
გურამ კაშია "სან ხოსეს" მოთამაშე 2018 წლის ზაფხულში გახდა და მას შემდეგ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები