საბა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
"რანდერსის" შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

აღნიშნული სიმბოლური ნაკრები დანიურმა გამოცემა tipsbladet.dk-მ შეადგინა.

აი, რას წერენ დანიელები ქართველზე:

"მარცხენა ფლანგზე ძალიან ბევრმა ითამაშა კარგად, თუმცა ჩვენს სიმბოლურში ადგილი საბა ლობჟანიძეს ერგო. ქართველმა "ჰობროს" წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა, მათ შორის, პენალტი, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა. ძალიან მალე საბა უკეთეს გუნდში გადავა".

საბა ლობჟანიძემ პირველ ორ ტურში თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მესამე ტურში დუბლით საკუთარ კაცნაკლულ კლუბს გასვლაზე ქულა მოუტანა.

მარცხენა ფლანგზე ძალინ ბევრმა ითამაშა კარგად, თუმცა ჩვენს სიმბოლურში ადგილი საბა ლობჟანიძეს ერგო. ქართველმა „ჰობროს“ წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა, მათ შორის პენალტი, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა. ძალიან მალე საბას უკეთესი გუნდი ელოდება.“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული