უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტალანტებს შორის დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ საკუთარ ვებგვერდზე ევროპული ფეხბურთის 50 ტალანტი დაასახელა, რომლებსაც ფანები განსაკუთრებით უნდა დააკვირდნენ 2019/20 წლების სეზონში და აღნიშნულ სიაში ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

უეფას საიტი ხვიჩაზე (როგორც სხვა ყველა ფეხბურთელზე) მოკლედ წერს:

"ხვიჩა კვარაცხელია გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. მაშინ ის მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით თამაშობდა".

50 ტალანტს შორის მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან როდრიგო ("რეალი"), სამუელ ჩუკუეზე ("ვილიარეალი"), გედსონ ფერნანდეში ("ბენფიკა"), იანის ჰაჯი ("გენკი"), დანი ოლმო (ზაგრების "დინამო").

აღსანიშნავია, რომ
უეფას სიაში კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილიც მოხვდა.

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

alt"რუბინის" მწვრთნელები ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში არდაყენებას განმარტავენ

alt"რუბინმა" ისევ გაიმარჯვა - ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უკვე წინსვლააა ქართულ ფეხბურთში, უკვე მეორე ქართველია 2018/19 წლების სეზონში ჩაკვე იყო ტოპ 50 ტალანტში წელს ხვიჩა. გილოცავ ხვიჩა წარმატებები მინდა გისურვოოო
roma
18:09 30-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული