ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"

დინამო (ზ) - საბურთალო 3:0

გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა

• roma

მართალი ხარ სოსო, თუ გუნდმა ფული არ გამოიმუშავა და სახელი არ გაითქვა არც მის ფეხბურთელებს ექნებათ შანსი წარმატების. თუ მომავალში ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს დამერწმუნეთ ევროპალიგაზე უეჭველი გავა და წელს გამართლება გვინდა პლეიოფის კენჭისყრაში და ევროპალიგაზე შეუძლია საბურთალოს თამაში.

კარში (არა კარის მიმართულებით!) რამდენჯერ დაარტყა საბურთალომ?! ახალი ტაქტიკა ან სტილია კარში რომ თითქმის არ გაქვს დარტყმა მთელი თამაშის განმავლობაში და ისე გინდა მოგება? P.S. 21-ე საუკუნეა უკვე და თამაშის ასეთი ტემპით ვერცერთ ნორმალურ გუნდს ვერ მოვუგებთ!!!

• 555

მკვდარს რო ლოცვა შველოდეს....

• ჰოდსონ-ოდოი

ჩვენი ფეხბურთის დონის განმსაზღვრელია გაბედავას (ან როლოვიჩი აღარ მახსოვს) ვერ გამოყენებული მომენტი, რატომ? საქართველოს ჩემპიონატში გაბედავას ექნებოდა დროს და შესალებლობა, რომ ეს ბურთი მიეღო, დაემუშავებინა, გაესწორებინა და მერე დაერტყა კარის მიმარტულებით, ანუ მსგავს ტემპში არის მიჩვეული ფეხბურთის თამაშს. რა მოხდა ზაგრების დინამოსთან თამაშის დროს? მეტოქე მცველმა წამიერად დაიწყო მოძრაობა ბურთის მოსაგერიებლად/შეტევის ჩასაშლელად და გაბედავას საქართველოს ჩემპიონატში ჩვეული წამები არ მიეცა არც სააზროვნოდ და არც მოქმედებისთვის. აი ეს არის ჩვენი პრობლემა, დარწმუნებული ვარ ჩვენს ჩემპიონატში გაბედავა ამ ბურთს გაიტანდა, უბრალოდ აქ მეტოქე მცველიც თავისივე დონის ყოლებოდა.

• სოსო

რაც მთავარია,გუნდი ფეხბურთს თამაშობს,რომა.თუ გუნდმა ჯგუფურზე გააღწია,იმდენ ფულსაც იშოვის,რომ მეცნიერენა ჩართოს კვებასა და აღდგენაში.მაშინ ის ბოლო 20 წუთიც აღარ გაუჭირდებათ გაძლება,ფეხბურთელებსაც ფასი მოემატებათ და გუნდიდან წასვლის შემთხვევაში კლუბის ბიუჯეტსაც შეეწევიან.ასე რომ წარმატებები საბურთალოს.

• odala

ფეღბურთი არ ჰქვია მაგას.

• odala

სამაგიეროდ სვიტრის მხრებზე შემოგდება იცის გვარდიოლასავით.

• Jango

ევროპალიგის მესამე ეტაპზე 4 თამაშიდან 3 -ის წაგებით და 1 მოგებით ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ვერავინ, თანაც ისეთ სასურველ კლუბთან როგორიც არის არარატი, ასე რომ მიუხედავად 4-დან 3 წაგებული მატჩისა, საბურთალომ პრაგმატულს მიაღწია, პირველად ევროტურნირებზე და მესამე ეტაპზე,და იქნებ პლეი ოფშიც :) ეგაა რომ რაღაც ტყდება ამ გუნდის თავს მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, ჭიაბრიშვილმა ცეცაძეს უნდა დაეკითხოს და ისწავლოს მისგან თუ როგორ სამტრედია სწორედ რომ მეორე ტაიმებიდან იგებდა მატჩებს. დროა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ მწვრთნელებმა. წარმატებები საბურთალოს

• roma

იმით რომ საბურთალო ზაგრების დინამომ გამოაგდო უბედურება ნამდვილად არ მომხდარა და თან ის ფაქტი რომ გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და არა ანტიფეხბურთი ძალიან კარგია, ვიღაცეები წერენ აქ 5-0 რომ წააგებ რისი ამბიცია უნდა გქონდესო? არა ბატონო ეს აზრი დაივიწყეთ წაგება წაგებაა და მოდით ვიყოთ რეალისტები, ორივე მატჩში რომ საბურთალოს ეგრეთწოდებული ავტობუსი ჩაეყენებინა მაინც წავაგებდით და გამოვვარდებოდით 1-0 1-0, 75 წუთამდე ნამდვილი ფეხბურთი ვეთამაშეთ ორივე მატჩში და თან უკვე ვიცით საბურთალოს ნამდვილი და რეალური ძალა ასე რომ წარმატებები არარატთან და თუ კენჭისყრაში გაგვიმართლა ევროპალიგის ჯგუფში გავალთ.

• ვაჟა

ყველა ასპექტში ვეთანხმები ზაზას! ხორვატებიც ჩვენსავით 90-იანებში გამოეყვნენ მაშინ იუგოსლავიურ კავშირს, ჩვენზე დიდი ომი გადაიტანეს და მიწასთან გასწორებული ქვეყანა მაშინაც და დღესაც უკეთეს შედეგებს დებდა, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე! აქ ყველა სფეროში ფულის მოხვეტვა და ქვეყნის ბიუჯეტის, ერთმანეთის ყველფა არასოდეს დასრულდა! და იქ პირველივე დღიდან სამშობლოს სიყვარულში კეთდებოდა და კეთდება ყველა საქმე! პატრიოტიზმი მარტო სადღეგრძელოები საკუთარ მუცელზე ზრუნვა არაა!

• გიზოგ

თქვენი შეგონება სწორია ბატონო, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შემდგომ ეტაპზე გასვლას არა მგონია ვინმე ითხოვდა, მაგრამ ორ თამაშში აგებ 5:0-ს ეს არა მისაღები. თანაც 2 თამაშში არანაკლებ 5-6 ნაღდი საგოლე მომენტი ქონდათ, ვერ გამოიყენეს, როლოვიჩმა და გაბედავამ ბურთი, რომ ვერ გაიტანეს აქ რა შუაშია, რომ მეტოქეს ჰყავს ერთი ფეხბურთელი, რომლის ფასი და ა. შ. ფეხბურთი უამრავი კომპონენტებისგან შედგება და ყველას თუ არა რამოდენიმეს მაინც უნდა დავეუფლოთ მაღალ დონეზე, მარტო ტექნიკით ფონს ვერ გავალთ. ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი, ჩვენთან კი ფეხბურთში ისინი მოდიან ვისაც სწავლა ეზარება ან არ უყვარს. სხვანაირად ზარმაცია.

• სოსო

პოლიტიკა რა შუაშიაო,მაგრამ სააკაშვილმა სპორტის აკადემია რომ დაშალა და გაყიდა შენობები,ეს აკადემია,სწორედ სპორტის სპეციალისტებს ამზადებდა,მძლეოსნობა აღარ არის საქართველოში და სკოლაში ფიზკულტურა აღარ ტარდება,ძველმა სპეციალისტებმაც თავისი გზა ნახეს და აგერ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი,შვეციაში მეორე ლიგის გუნდთან მუშაობს.დაშლა გაყიდვა,ძალიან ადვილი იყო,ამისი აშენება და ამუშავება კი,უძნელესი,უძვირესი და დროში გაწელილი პროცესია.ამას ვერაფერს უშველი.ძაღლი იყოს ამ მთავრობის მადლიერი,მაგრამ როცა ოპოზიცია მთავრობას კი არა,ქვეყანას ებრძვის,იქ საქმე წინ ვერასოდეს წავა სტაბილურად.არადა ნაცებისაგან გაყიდულ დანგრეულ სტადიონებს ეს მთავრობა ახალი სტადიონებით სცვლის,ძველებს არემონტებს,საფეხბურთო სკოლების შექმნას უწყობს ხელს და როცა კვალიფიციური კადრიც გვეყოლება ეს,აუცილებლად გამოიღებს შედეგს.პირველი,მოკრძალებული შედეგები უკვე იგრძნობა,მაგრამ ისიც ჩანს,რომ კვალიფიკაცია არ ჰკმარათ კადრებს და კორუფციაც საკმაოდ მაღალ დონეზეა,თუ საფეხბურთო სკოლებში კერძო მეპატრონე მოვიდა,ეს კორუფციას ძალიან შეამცირებს და შედეგებიც გაცილებით ხელშესახები გახდება.ლოკომოტივის,საბურთალოს და დინამოს მუშაობაში და შედეგებში პროგრესი შეინიშნება და მათ კვალში კიდევ რამდენიმე კლუბი ჩაუდგებათ,ეს კი თუ მენეჯმენტიც დაიხვეწა,აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგებამდე

• რიგითი

"ფიზიკის" გარეშე, "ფიზიკაში" მოიკოჭლებენ, რა მოდურად (მუდურად) წერენ(ლაპარაკობენ)!????????????????????????

• zaza

ხორვატების ეკონომიკა აქ არაფერ შუაშია მთავარია მათი მენტალობა და აღზრდის მეთოდები ნებისმიერი ხირვატის მენტალობა არის სრულიად განსხვავებული ვიდრე ქართველის თორე რა ხორვატების ეკონომიკა უფრო ძლიერია ვიდრე გერმანიის თუ საფრანგეთის გადახედეთ სათამაშო სახეობებს და ნახავთ რა ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დებენ ბეჭებზე ხორვატები და სერბები.ასე რო ყბადაღებული ეკონომიკა მხოლოდ ჩვენი უსუსურობის გასასამათლებელი საბუთია და მეტი არაფერი შენი არაპროფესიონალიზმი რო გადაფარო.და კიდე სისტემა სპორტული აღზრდის ჩვენთან მთლიანად მოშლილია მიგდებულია და თვითდინებაზეა მიშვებული სახელმწიფოს მიერ არავითარი ვალდებულებები ფედერაციებს არ ეკისრებათ მიდის ფულის ფლანგვა და ჯიბეების გასქელება მეტი არაფელი.ერთეული წესიერი პროფესიონალი ადამიანების იმედადა დღეს ქართული სპორტი.და სანამ ეგრე იქნბა შედეგიც შესაბამისი გვექნება.

• emigranti

რაც შეეძლოთ ის ითამაშეს. ისედაც მწირი შემადგენლობა და ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ნამდვილად არ დაუტოვებიათ უმწეო გუნდის შთაბეჭდილება და მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის...გაბედავას იმედზე რომ იქმება გუნდი როგორ უნდა მოსთხოვო ზაგრების დონის გუნდთან მოგება.

• სპტFu

Kოდალა _ მოიცა, პირველი ტაიმის მერე არ იყავი ჩAJ###MUლ ი?

• ქართველი.

შენს პატრონს ... კარგად დაიმახსოვრე, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია.

• dima

ძალიან კარგი გუნდია, საბურთალო,,!ცოტა მეტი გამოცდილემა და იღბალი რომ ქონოდა ამ ბარიერს დაძლევდა!

• სოსო

რას ელით ხალხო საბურთალოსაგან?გუმდმა საერთოდ თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო,პირველად გავიდა ევროპურნირზე და ზაგრების დინამოს უნდა მოუგოს,რომელიც ერთ ფეხბურთელს 38 მილიონ ევროდ ჰყიდის?თანაც სხვები არანაკლები ტალანტები ჰყავს და ამისი კონვეიერი აქვს გაკეთებული.ყიდულობს,ზრდის და ჰყიდის ტალანტს.საბურთალო კი ზრდის ტალანტებს და იძულებულია თითქმის უფასოდ გაუშვას,იმისათვის,რომ მის განვითარებას ხელი არ შეუშალოს.ხორვატიისაგან განსხვავებით,ქართველი ფეხბურთელები ერთი ხელის დაქნევით გარბიან უცხოეთის ნებისმიერ კლუბში და ქართულმა კლუბმა უარი რომ უთხრას,სწყინთ,ხელს გვიშლიანო.ამით ისინი კლუბებსაც ხელს უშლიან განვითარებასა და ფულის შოვნაში და თავსაც ვნებენ,რადგან კაპიკებად ნაყიდს,პატივს არავინ სცემს.ხორვატია იუგოსლავიის ერთერთი შემადგენელი იყო და იუგოსლავია,სოციალისტურიც კი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთლებს ზრდიდა და ევროპაში ჰყიდიდა.ქვეყანას სოციალისტური კი ერქვა,მაგრამ მისი 90% კერძო სექტორს ეკავა და სოციალისტური ბანაკის დაშლით,მას თითქმის არაფერი დაუკარგავს,ცხოვრების წესი უცვლელი დარჩა.სამოქალაქო ომმა კი დიდი მსხვერპლის მიუხედავად,ეს სისტემა არ დაანგრია და შემდეგ,საკმაოდ უმტკივნეულოდ აღდგა.ჩვენ კი 30 წელია ვინგრევით და რა თქმა უნდა მათ დონეზე ვერ ვიქნებით.ვერც სოციალიზმის დროს ვერ ვიყავით ცხოვრების დონით მათ დონეზე. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას,თანამედროვე დონეზე ეს მთელი მეცნიერებაა და ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება,რომელიც ჩვენ კლუბებს არა აქვთ,მხოლოდ ვარჯიში კი ამას ვეღარ ჰკმარა და გადაჭარბებული,ხშირად არასწორი ვარჯიში შესაბამისი კვების და აღდგენითი პროცესების გარეშე,ტრავმებს იწვევს.სწორედ ესაა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელების ქრონიკული ტრავმიანობის მთავარი მიზეზი

• Alex.F

ODALA-ს!!! ტროლო,შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ!!!

კლასიში სხვაობა 0:5 ზაგრების დინამოსთან! სხვებთან შედარებით საერთოდ რა დონეზე ვართ :( მონდომებაზე,თავდადებაზე და ა.შ. ზედმეტია აქ საუბარი - მაგაში ვერ მოედავები ამ გუნდს.

• დათო

რას ნიშნავს ვერასოდეს ვერ ავალთ იმათ კონდინციებამდეო? რატო? კალაძე, კოვიაშვილი, ნემსაძე, იაშვილი , არველაძე აღარაფერს ვამბობ ს ყახალკაცის დინამოზე, თუ არ ივარჯიშებ სათანაოდ და ბევრს ვერასოდეს ახვალ აღალ დონეზე ფიზიკურად, მე ზუსტად მაგას ვამბობ რაც გვაქვს გვაქვს, ნიჭი, ტექნიკა , მაგრამ ფიზიკის გარეშე რას უნდა მიაღწიო თანამედროვე ფეღბურთში?

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა თორე სუ სხვა თამაში იქნებოდა

• რეალობა

რეალობას გავუსწოროთ თვალი და ისე ვიმსჯელოთ რა. 1 მიზეზი მაინც დამისახელეთ, რატომ უნდა გაცდენოდა საბურთალო ზაგრებს?? გამოცდილებით ვჯობივართ, შემადგენლობით თუ ფინანსებით? თუ შიდა ჩემპიონატით, თუ ნაკრებით თუ ქვეყნის ეკონომიკით? რატომ გვაქვს ამხელა პრეტენზია? ჩემი აზრით, ბიჭეა ითამაშეს ის, რისი თამაშიც შეეძლოთ. ნუ ჩამოვყრით ყურებს და ვუგულშემატკივროთ არარატთან. აი ამათთანაც თუ წააგეს, მერე აგინეთ )) ზაგრების 1 ფეხბურთელის ფასი, ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის ფასის ჯამის ტოლია, რაზე ვსაუბრობთ და რას ვთხოვთ საბურთალოს??

• რეზო

ფიზმომზადება და სათამაშო ტაქტიკა არ გვივარგა, თორემ გუნდს არა უშავს. ხეჩიკაშვილო, ეს ჭიაბრიშვილი ან გაუშვით სადმე და ისწავლოს ფეხბურთი, ან მოიყვანე ვინმე ნორმალური მწვრთნელი. კაცი ფეხბურთის გარტყმაში არ არის.

• aba exla sad xart v......o

აი ფეხბურთელებისადმი უდიერი დამოკიდებულება,,პრემიები გარეშე არ იქნება შედეგი, აქ ნაცი სექტანტები იწერებოდნენ ცუდი კომენტარიაო იმიტომ რომ ბოკერიას და მიშას კომენტარები ევასებათ მარტო

• odala

ვერ გვიშველა ლოცვამ?

• ilo

ეს მეკარეზე პასები ხო ვერ დაიშალეს რაა ქართული ფეხბურთის აქსიომაა. გეგონება მოგებული მატჩის მერე მიდის თამაში ისე მიყავთ თამაში. გარისკე რა შეუტიეე ისედაც მცირე შანსია რაგაქ დასაკარგიი ...

• გიორგი

ჩვენი გუნდები შეიძლება ვერასდოს ვერ ავიდნენ იმ ფიზიკურ კონდიციებზე როგორიც აქვთ ევროპის ტოპ გუნდებს,მაგრამ სამაგიეროდ მოვუმატოთ იქ რაც ჩვენი პლიუსია ტექნიკა, პასები, კომბინირებული თამაში, ინდივიდუალური თამაში. აფრიკელებზე კარგი ფიზიკური მონაცემები არც ერთ ნაკრებს აქვს მსოფლიოში და მაშინ სულ აფრიკული ნაკრებები უნდა იგებდნენ მსოფლიო პირველობას უნდა ვიმუშაოთ იმაზე რაც ჩვენი პლიუსია და გავაუმჯობესოთ.

• გიორგი

ზაგრების დინამო არის გუნდი,რომელიც ყოველ წელს გრანდებში ყიდის ფეხბურთელებს ყოველ წელს ხდება ხორვატის ჩემპიონი ხორვატია აღარა ხელწამოსაკრავი საფეხბურთო ქვეყანა მსოფლიოს ფინალი ითამაშა აქვს არაჩვეულებრივი აკადემია აქვს გამოცდილება წლების მანძილზე თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის ლიგაზე შარშან ვინც ნახა ზაგრების დინამოს თამაში ევროპის ლიგაზე ყველა დამეთახმება როგორი ძლიერი გუნდიცა ახლა მოთხოვო საბურთალოს რომელმაც წელს დაიწყო თამაში ევროტურნიებზე რომ ზაგრები გამოაგდოს ცოტა არალოგიკურია იმ რესურსებიდან გამომდინარე რაც საბურთალოს აქვს ამ ეტაპზე მარტო შერიფის გამოთიშვის გამო ეკუთვნის აპლოდისმენტები ამ გუნდს და იმ თამაშის გამო რაც ითამაშა ზაგრებთან არის განსხვავება გუნდების კლას გამოცდილება და რესურსებს შორის უნდა ვიყოთ ობიექტურები ნუ გავაკრიტიკებთ და მოვითხოვთ იმას რაც ამ ეტაპზე არალოგიკურია არარატთან წარმატებები საბურთალოს იქ ნამდვილად უნდა გაიმარჯვონ.

• soso

რა დონეზე ვართ გარკვეულია დიდი ხანია, თუმცა მაინც ვერ ვეგუებით იმას რომ საქართველოს ჩემპიონი ესე სამარცხვინოდ მარცხდება , თუნდაც ხორვატიის ჩემპიონთან. ძველი სუპერ დინამომ ისეთი ისტორია დაგვიწერა , რომ მას მერე ვერასდროს შეეგუება ქართველი სამარცხვინო წაგებებს. საბურთალოს წარმატებებს ვუსურვებ ,,არარატთან" შეხვედრაში , იმედია საქართველოს ჩემპიონი არ დამცირდება მათტან და მაინც გავა შემდეგ ეტაპზე. უბრალოდ აჩვენეთ ბიჭებს ძველი დინამო რას აკეთებდა იგივე ,, არარატთან", ან თუნდაც ის უთხრან რომ ჩვენები არც კი ეთამაშებოდნენ ოდესღაც (იუგოსლავიის გუნდებს ან თუნდაც თურქეთის გუნდებს)ამხანაგურად რადგან სარგებელი ცოტა იყო მათთან პაექრობაში. უნდა შემართონ ამ მდგომარეობაში ბიჭები საბრძოლველად და ფსიქოლოგიურად ალბათ , თორემ უფრო უარესი დამცირებები მოყვება ამას. დავიღალეთ საქართველო. მაგრამ წამოდგომა უნდა შევძლოთ ჩვენი ჟინით , ჩვენი შემართებით. ... ადმინ არ დაბლოკო, ხშირად არ აქვეყნებ ჩემს კომენტარებს...

• დათო

გიორგის, სანამ სიმართლეს არ ვიტყვით მანამდეე არაფერი არ გვეშველება ხო ხედავთ რომ მეორე ტაიმის მე 15 წუთის მერე უმოწყალოდ ვაგებთ ესეიგი უბრალოდ არ არის გუნდი ფიზიკურად მზად, თქვენ კიდევ აქებთ, რა უშლის ხელს ამ ახალგაზრდა ბიჭებს ან მწვრთნელს რომ ფიზიკურად მზად იყვნენ? რა სამოყვარულო გუნდია? სამადლოდ თამაშობენ თუ რა ხდება? შეხედეთ აიაქსს, სხვა ევროპულ პატარა გუნდებს, ან თუნდაც უკრაინულს?

• გამოუცდელი გუნდი და არასერიოზული მწვრთნელი

ჭიაბრიშვილის სამივე ცვლილება ნიშნავდა კაპიტულაციას, ასეთი შეცვლები უნდა გააკეთო საქართველოს ჩემპიონატში და არა სერიოზულ თამაშებზე. ყველაზე სუსტი რგოლი საბურთალოში: ჭიაბრიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი და მარგველაშვილი. შეიძლება მარგველაშვილზე გიკვირთ, მაგრამ ბოლო სამი თამაში მარგველაშვილი იყო ძალიან სუსტი და რაც ითამაშა ასაკობრივ ნაკრებებში არც იქ იყო საიმედო.

• დათო

საერთოდ ჰყავთ ფიზ მომზადების მწვრთნელი? სისირცხვილია 20წლის ბიჭები 90 წუთი ვერ დარბიან, სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ, დაანებეთ შვილებო ფეხბურთს თავი თუ ვარჯიში არ გინდათ, ს პ ო რ ტ ი არის თ ა ვ დ ა დ ე ბ ა და უამრავი შრომა, ამას ალბათ ჩვენს კლუბებში არავინ არ ასწავლის ამ ბიჭებს, მოკლედ კატასტროფაა

• გიორგი

დასაფასებელია ჭიაბრიშვილის საქციელი ასეთი დონის შეხვედრაში,რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები შეუშვა სტადიონზე ძალიან დიდი სტიმული იქნება ეს მათთვის რაც შეეხება თამაშს ლოგიკურად დასრულდა ჯერ ჯერობით საბურთალო არაა იმ დონის გუნდი (სამწუხაროდ) რომ ზაგრებს გასვლაზე მოუგოს,მაგრამ იყო მომენტები იყო მონდომება ფეხბურთელების მხრიდან და თუ საბურთალო არარატთანაც ასეთივე შემართებით ითამაშებს როგორც ბოლო შეხვედრები ითამაშა პლეიოფში აუცილებლად გავა წარმატებები გუნდს და დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.

• Nika

არაუშავს ამან არ უნდა დათრგუნოს საბურტალო მტავარი ახლა გელოდებათ ევროპა ლიგაზე. წარმატებები

• თემო

არ ვვარგივართთქო წინაზე დავწერე და არ დამიჯერეთ :დ მშვენივრად თამაშობდნენ, არ შეაგდეს და რაღას ელოდებით. არ უნდათ ბურთის გატანა და ჰა. სამაგიეროდ გამართლების და ღვთის წყალობაზე არიან დამოკოდებული და მაგიტაც ფიქსირდება ასეთი შედეგები :დ

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა

"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს

"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება

ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა

"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?

"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. III ტური: რაფინიას ჰეთ-თრიკი - ელ კლასიკოს წინ "ბარსელონამ" "ბაიერნს" 4:1 მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა