"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
კარში (არა კარის მიმართულებით!) რამდენჯერ დაარტყა საბურთალომ?! ახალი ტაქტიკა ან სტილია კარში რომ თითქმის არ გაქვს დარტყმა მთელი თამაშის განმავლობაში და ისე გინდა მოგება? P.S. 21-ე საუკუნეა უკვე და თამაშის ასეთი ტემპით ვერცერთ ნორმალურ გუნდს ვერ მოვუგებთ!!!
........
31 ივლისი 2019 12:35
3
ჩვენი ფეხბურთის დონის განმსაზღვრელია გაბედავას (ან როლოვიჩი აღარ მახსოვს) ვერ გამოყენებული მომენტი, რატომ? საქართველოს ჩემპიონატში გაბედავას ექნებოდა დროს და შესალებლობა, რომ ეს ბურთი მიეღო, დაემუშავებინა, გაესწორებინა და მერე დაერტყა კარის მიმარტულებით, ანუ მსგავს ტემპში არის მიჩვეული ფეხბურთის თამაშს. რა მოხდა ზაგრების დინამოსთან თამაშის დროს? მეტოქე მცველმა წამიერად დაიწყო მოძრაობა ბურთის მოსაგერიებლად/შეტევის ჩასაშლელად და გაბედავას საქართველოს ჩემპიონატში ჩვეული წამები არ მიეცა არც სააზროვნოდ და არც მოქმედებისთვის. აი ეს არის ჩვენი პრობლემა, დარწმუნებული ვარ ჩვენს ჩემპიონატში გაბედავა ამ ბურთს გაიტანდა, უბრალოდ აქ მეტოქე მცველიც თავისივე დონის ყოლებოდა.
ჰოდსონ-ოდოი
31 ივლისი 2019 11:53
1
ევროპალიგის მესამე ეტაპზე 4 თამაშიდან 3 -ის წაგებით და 1 მოგებით ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ვერავინ, თანაც ისეთ სასურველ კლუბთან როგორიც არის არარატი, ასე რომ მიუხედავად 4-დან 3 წაგებული მატჩისა, საბურთალომ პრაგმატულს მიაღწია, პირველად ევროტურნირებზე და მესამე ეტაპზე,და იქნებ პლეი ოფშიც :)
ეგაა რომ რაღაც ტყდება ამ გუნდის თავს მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, ჭიაბრიშვილმა ცეცაძეს უნდა დაეკითხოს და ისწავლოს მისგან თუ როგორ სამტრედია სწორედ რომ მეორე ტაიმებიდან იგებდა მატჩებს. დროა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ მწვრთნელებმა.
წარმატებები საბურთალოს
Jango
31 ივლისი 2019 11:23
3
იმით რომ საბურთალო ზაგრების დინამომ გამოაგდო უბედურება ნამდვილად არ მომხდარა და თან ის ფაქტი რომ გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და არა ანტიფეხბურთი ძალიან კარგია, ვიღაცეები წერენ აქ 5-0 რომ წააგებ რისი ამბიცია უნდა გქონდესო? არა ბატონო ეს აზრი დაივიწყეთ წაგება წაგებაა და მოდით ვიყოთ რეალისტები, ორივე მატჩში რომ საბურთალოს ეგრეთწოდებული ავტობუსი ჩაეყენებინა მაინც წავაგებდით და გამოვვარდებოდით 1-0 1-0, 75 წუთამდე ნამდვილი ფეხბურთი ვეთამაშეთ ორივე მატჩში და თან უკვე ვიცით საბურთალოს ნამდვილი და რეალური ძალა ასე რომ წარმატებები არარატთან და თუ კენჭისყრაში გაგვიმართლა ევროპალიგის ჯგუფში გავალთ.
roma
31 ივლისი 2019 11:04
3
მართალი ხარ სოსო, თუ გუნდმა ფული არ გამოიმუშავა და სახელი არ გაითქვა არც მის ფეხბურთელებს ექნებათ შანსი წარმატების. თუ მომავალში ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს დამერწმუნეთ ევროპალიგაზე უეჭველი გავა და წელს გამართლება გვინდა პლეიოფის კენჭისყრაში და ევროპალიგაზე შეუძლია საბურთალოს თამაში.
roma
31 ივლისი 2019 13:12
1
რაც მთავარია,გუნდი ფეხბურთს თამაშობს,რომა.თუ გუნდმა ჯგუფურზე გააღწია,იმდენ ფულსაც იშოვის,რომ მეცნიერენა ჩართოს კვებასა და აღდგენაში.მაშინ ის ბოლო 20 წუთიც აღარ გაუჭირდებათ გაძლება,ფეხბურთელებსაც ფასი მოემატებათ და გუნდიდან წასვლის შემთხვევაში კლუბის ბიუჯეტსაც შეეწევიან.ასე რომ წარმატებები საბურთალოს.
სოსო
31 ივლისი 2019 11:48
2
"ფიზიკის" გარეშე, "ფიზიკაში" მოიკოჭლებენ, რა მოდურად (მუდურად) წერენ(ლაპარაკობენ)!????????????????????????
რიგითი
31 ივლისი 2019 08:43
3
ხორვატების ეკონომიკა აქ არაფერ შუაშია მთავარია მათი მენტალობა და აღზრდის მეთოდები ნებისმიერი ხირვატის მენტალობა არის სრულიად განსხვავებული ვიდრე ქართველის თორე რა ხორვატების ეკონომიკა უფრო ძლიერია ვიდრე გერმანიის თუ საფრანგეთის გადახედეთ სათამაშო სახეობებს და ნახავთ რა ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დებენ ბეჭებზე ხორვატები და სერბები.ასე რო ყბადაღებული ეკონომიკა მხოლოდ ჩვენი უსუსურობის გასასამათლებელი საბუთია და მეტი არაფერი შენი არაპროფესიონალიზმი რო გადაფარო.და კიდე სისტემა სპორტული აღზრდის ჩვენთან მთლიანად მოშლილია მიგდებულია და თვითდინებაზეა მიშვებული სახელმწიფოს მიერ არავითარი ვალდებულებები ფედერაციებს არ ეკისრებათ მიდის ფულის ფლანგვა და ჯიბეების გასქელება მეტი არაფელი.ერთეული წესიერი პროფესიონალი ადამიანების იმედადა დღეს ქართული სპორტი.და სანამ ეგრე იქნბა შედეგიც შესაბამისი გვექნება.
zaza
31 ივლისი 2019 08:25
2
ყველა ასპექტში ვეთანხმები ზაზას! ხორვატებიც ჩვენსავით 90-იანებში გამოეყვნენ მაშინ იუგოსლავიურ კავშირს, ჩვენზე დიდი ომი გადაიტანეს და მიწასთან გასწორებული ქვეყანა მაშინაც და დღესაც უკეთეს შედეგებს დებდა, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე! აქ ყველა სფეროში ფულის მოხვეტვა და ქვეყნის ბიუჯეტის, ერთმანეთის ყველფა არასოდეს დასრულდა! და იქ პირველივე დღიდან სამშობლოს სიყვარულში კეთდებოდა და კეთდება ყველა საქმე! პატრიოტიზმი მარტო სადღეგრძელოები საკუთარ მუცელზე ზრუნვა არაა!
ვაჟა
31 ივლისი 2019 10:01
1
რაც შეეძლოთ ის ითამაშეს. ისედაც მწირი შემადგენლობა და ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ნამდვილად არ დაუტოვებიათ უმწეო გუნდის შთაბეჭდილება და მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის...გაბედავას იმედზე რომ იქმება გუნდი როგორ უნდა მოსთხოვო ზაგრების დონის გუნდთან მოგება.
emigranti
31 ივლისი 2019 04:57
2
Kოდალა _ მოიცა, პირველი ტაიმის მერე არ იყავი ჩAJ###MUლ ი?
სპტFu
31 ივლისი 2019 03:10
1
ძალიან კარგი გუნდია, საბურთალო,,!ცოტა მეტი გამოცდილემა და იღბალი რომ ქონოდა ამ ბარიერს დაძლევდა!
dima
31 ივლისი 2019 02:36
11
რას ელით ხალხო საბურთალოსაგან?გუმდმა საერთოდ თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო,პირველად გავიდა ევროპურნირზე და ზაგრების დინამოს უნდა მოუგოს,რომელიც ერთ ფეხბურთელს 38 მილიონ ევროდ ჰყიდის?თანაც სხვები არანაკლები ტალანტები ჰყავს და ამისი კონვეიერი აქვს გაკეთებული.ყიდულობს,ზრდის და ჰყიდის ტალანტს.საბურთალო კი ზრდის ტალანტებს და იძულებულია თითქმის უფასოდ გაუშვას,იმისათვის,რომ მის განვითარებას ხელი არ შეუშალოს.ხორვატიისაგან განსხვავებით,ქართველი ფეხბურთელები ერთი ხელის დაქნევით გარბიან უცხოეთის ნებისმიერ კლუბში და ქართულმა კლუბმა უარი რომ უთხრას,სწყინთ,ხელს გვიშლიანო.ამით ისინი კლუბებსაც ხელს უშლიან განვითარებასა და ფულის შოვნაში და თავსაც ვნებენ,რადგან კაპიკებად ნაყიდს,პატივს არავინ სცემს.ხორვატია იუგოსლავიის ერთერთი შემადგენელი იყო და იუგოსლავია,სოციალისტურიც კი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთლებს ზრდიდა და ევროპაში ჰყიდიდა.ქვეყანას სოციალისტური კი ერქვა,მაგრამ მისი 90% კერძო სექტორს ეკავა და სოციალისტური ბანაკის დაშლით,მას თითქმის არაფერი დაუკარგავს,ცხოვრების წესი უცვლელი დარჩა.სამოქალაქო ომმა კი დიდი მსხვერპლის მიუხედავად,ეს სისტემა არ დაანგრია და შემდეგ,საკმაოდ უმტკივნეულოდ აღდგა.ჩვენ კი 30 წელია ვინგრევით და რა თქმა უნდა მათ დონეზე ვერ ვიქნებით.ვერც სოციალიზმის დროს ვერ ვიყავით ცხოვრების დონით მათ დონეზე.
რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას,თანამედროვე დონეზე ეს მთელი მეცნიერებაა და ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება,რომელიც ჩვენ კლუბებს არა აქვთ,მხოლოდ ვარჯიში კი ამას ვეღარ ჰკმარა და გადაჭარბებული,ხშირად არასწორი ვარჯიში შესაბამისი კვების და აღდგენითი პროცესების გარეშე,ტრავმებს იწვევს.სწორედ ესაა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელების ქრონიკული ტრავმიანობის მთავარი მიზეზი
სოსო
31 ივლისი 2019 01:52
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული