"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
აი ფეხბურთელებისადმი უდიერი დამოკიდებულება,,პრემიები გარეშე არ იქნება შედეგი, აქ ნაცი სექტანტები იწერებოდნენ ცუდი კომენტარიაო იმიტომ რომ ბოკერიას და მიშას კომენტარები ევასებათ მარტო
aba exla sad xart v......o
31 ივლისი 2019 00:58
19
"ფიზიკის" გარეშე, "ფიზიკაში" მოიკოჭლებენ, რა მოდურად (მუდურად) წერენ(ლაპარაკობენ)!????????????????????????
რიგითი
31 ივლისი 2019 08:43
3
ძალიან კარგი გუნდია, საბურთალო,,!ცოტა მეტი გამოცდილემა და იღბალი რომ ქონოდა ამ ბარიერს დაძლევდა!
dima
31 ივლისი 2019 02:36
11
კარში (არა კარის მიმართულებით!) რამდენჯერ დაარტყა საბურთალომ?! ახალი ტაქტიკა ან სტილია კარში რომ თითქმის არ გაქვს დარტყმა მთელი თამაშის განმავლობაში და ისე გინდა მოგება? P.S. 21-ე საუკუნეა უკვე და თამაშის ასეთი ტემპით ვერცერთ ნორმალურ გუნდს ვერ მოვუგებთ!!!
........
31 ივლისი 2019 12:35
3
Kოდალა _ მოიცა, პირველი ტაიმის მერე არ იყავი ჩAJ###MUლ ი?
სპტFu
31 ივლისი 2019 03:10
1
ევროპალიგის მესამე ეტაპზე 4 თამაშიდან 3 -ის წაგებით და 1 მოგებით ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ვერავინ, თანაც ისეთ სასურველ კლუბთან როგორიც არის არარატი, ასე რომ მიუხედავად 4-დან 3 წაგებული მატჩისა, საბურთალომ პრაგმატულს მიაღწია, პირველად ევროტურნირებზე და მესამე ეტაპზე,და იქნებ პლეი ოფშიც :)
ეგაა რომ რაღაც ტყდება ამ გუნდის თავს მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, ჭიაბრიშვილმა ცეცაძეს უნდა დაეკითხოს და ისწავლოს მისგან თუ როგორ სამტრედია სწორედ რომ მეორე ტაიმებიდან იგებდა მატჩებს. დროა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ მწვრთნელებმა.
წარმატებები საბურთალოს
Jango
31 ივლისი 2019 11:23
3
ჩვენი გუნდები შეიძლება ვერასდოს ვერ ავიდნენ იმ ფიზიკურ კონდიციებზე როგორიც აქვთ ევროპის ტოპ გუნდებს,მაგრამ სამაგიეროდ მოვუმატოთ იქ რაც ჩვენი პლიუსია ტექნიკა, პასები, კომბინირებული თამაში, ინდივიდუალური თამაში.
აფრიკელებზე კარგი ფიზიკური მონაცემები არც ერთ ნაკრებს აქვს მსოფლიოში და მაშინ სულ აფრიკული ნაკრებები უნდა იგებდნენ მსოფლიო პირველობას უნდა ვიმუშაოთ იმაზე რაც ჩვენი პლიუსია და გავაუმჯობესოთ.
გიორგი
31 ივლისი 2019 00:32
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული