10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება ზაგრების "დინამოსთან" მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 5 უპასუხო გოლი გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა.

თბილისური კლუბი ახლა ევროპა ლიგაზე გადაერთვება, სადაც მესამე რაუნდში სომხეთის ჩემპიონ "არარატ არმენიას" დაუპირისპირდება.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ლაზარე კუპატაძე - 4.5 - 23 წლის მეკარემ "საბურთალოში" დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. რამდენიმე მომენტში გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა, თუმცა ბოლო წუთებში თამაში ნამდვილად არ წაუვიდა. პირველი გოლის არგაშვება, ფაქტობრივად, შეუძლებელი
იყო, რადგან დარტყმა ძალიან ძლიერი იყო, თან ახლო მანძილიდან, თუმცა ბოლო ორ შემთხვევაში უკეთესი თამაში მართებდა.

გაგი მარგველაშვილი - 4 - უნდა აღინიშნოს, რომ "საბურთალოს" კაპიტანი ამ შეხვედრაში, ისევე, როგორც წინა მატჩებში, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

გასულ მატჩში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, პირველ ტაიმში ლაზარე კუპატაძეს შეუშალა ხელი, რასაც ქართული გუნდის კარში დარტყმა მოჰყვა.

პირველი გოლის ეპიზოდში კი ბურთი ფეხებს შორის გაუტარეს, რასაც საბოლოოდ ანგარიშის გახსნაც მოჰყვა.

გიორგი რეხვიაშვილი - 4.5 - კარგი შეხვედრა ჰქონდა გიორგი რეხვიაშვილს, თუმცა ბოლო 15 წუთში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ, ფაქტობრივად, კარგად ჩატარებული პერიოდი გადაფარა.

მეორე გოლის ეპიზოდში ბურთი თავზე გადაახტა და საბოლოოდ დანი ოლმომ პეტკოვიჩს საგოლე გადაცემა გადააწოდა.

ლევან კაკუბავა - 4.5 - გამოცდილმა მოთამაშემ ბევრი იბრძოლა, რამდენჯერმე ბურთიც ამოიტანა, მეტოქეები მოატყუა, თუმცა დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამ მხრივ ისევ პირველი გოლის მომენტი უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც პეტკოვიჩმა და ორსიჩმა კედელი გაითამაშეს. ბურთი ჯერ მარგველაშვილს გაუძვრა ფეხებს შორის, მეორედ კი - კაკუბავას.

ნიკოლოზ მალი - 5 - ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ შეხვედრაში. ნორმალურად პოზიციონირებდა დაცვაში და კარგი იყო შეტევაშიც, ამწვავებდა თამაშს, პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს და რომ არა დაზიანება, მოედნის დატოვება არ მოუწევდა.

გრიგოლ ჩაბრაძე - 4.5 - აქტიური იყო, თუმცა მოედანზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ჰქონდა შეცდომებიც და მოედანი მატჩის დაწყებიდან 1 საათში დატოვა.

დაჩი ცნობილაძე - 4 - ცნობილაძე მარგველაშვილთან ერთად, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

სანდრო ალთუნაშვილი - 5 - "საბურთალოს" ცენტრალური ნახევარმცველი, წინა მატჩების მსგავსად, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ის ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს მოედნის ცენტრში. კარგი შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა სხვებს აშკარად სჯობდა.

თორნიკე გორგიაშვილი - 4 - თორნიკე გორგიაშვილს ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველებთან ბრძოლაში არაფერი გამოუვიდა. ბურთი რამდენჯერაც მიიღო, თითქმის ყოველ ჯერზე დაკარგა. თორნიკეს ცუდი მატჩი ჰქონდა და 61-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი გაბედავა - 5 - გიორგი გაბედავა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა. გატანა სამჯერ შეეძლო. ერთხელ მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა, მეორედ კი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ თავით ურტყამდა, თუმცა მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. ყველაზე რეალური მესამე მომენტი იყო, როდესაც როლოვიჩის პასის შემდეგ 1 მეტრიდან გატანა მართებდა, მაგრამ მცველმა შეუშალა ხელი.

ოგნიენ როლოვიჩი - 4 - მონტენეგროელ თავდამსხმელს მომენტები, წინა შეხვედრების მსგავსად, ახლაც ჰქონდა, თუმცა მან ამ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა. ერთ-ერთ მომენტში კართან ძალიან ახლოს მყოფმა ბურთს ფეხი ააცილა, არადა, იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო.

მატჩის მიწურულს კი გიორგი გაბედავას კარის წინ კარგი პასი მისცა, თუმცა ამ უკანასკნელმა გატანა ვერ მოახერხა.

იური ტაბატაძე - შეფასების გარეშე

გეგა დიასამიძე - შეფასების გარეშე

ჯემალ ჯინჯოლავა - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 5.0 - "საბურთალოს" დამრიგებელმა ყველა რესურსი გამოიყენა, რაც ხელთ ჰქონდა, თუმცა, ვერაფერს გახდა. პირველ ტაიმში მისი გუნდი კარგად გამოიყურებოდა, შექმნა რამდენიმე მომენტი, თუმცა მეორე ტაიმში, როგორც სხვა შეხვედრებში, დაღლა დაეტყო, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა.

ახალგაზრდა სპეციალისტს ხორვატიულ მატჩში 4 წამყვანი მოთამაშე აკლდა, ისინი, ვინც "საბურთალოს" შეტევას ქმნიან. ამიტომ იმ მწირი რესურსით, რაც მას გააჩნდა, შედეგი ლოგიკურია.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

alt"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მენტალური პრობლემა გვაქვს - ვალდებულები ვართ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ

altნენად ბიელიცა: "საბურთალოს" შეცვლილმა ტაქტიკამ დაგვაბნია და პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ

alt "საბურთალო" გატყდა - ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართველებთან მატჩი შეაფასეს
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
საერთო შეფასებას დავწერ. 10 ქულიანი სისტემით პირველ ტაიმში 6 ქულას დავუწერ მთელ გუნდს და მეორე ტაიმში 4 ქულას. რაც მთავარი იყო გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და არა ანტიფეხბურთი, ყოველ შემთხვევაში მე 60 ე წუთამდე.
roma
13:02 31-07-2019
4
ბიჯო ერთი, რამ ვერ გავიგე თუ ამ ყენიას თამაში არ შეუძლია განაცხადში რას შეგყავთ(არ მითხრათ ახლა ახალგაზრდაა და განაცხადს აჩვევენო) თუ შეუძლია ერთი 15 წუთიდ მაინც შემოეშვა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული