azerisport.com-ს მიაჩნია, რომ "დინამოს" "ფეიენოორდი" გააჩერებს - ინტერვიუ ლევან შენგელიასთან

AutoSharing Option
azerisport.com-მა "გაბალასთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ ინტერვიუ თბილისის "დინამოს" შემტევს, ლევან შენგელიას ჩამოართვა.

- "დინამომ" გაბალაში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. შეიძლება ითქვას, მესამე რაუნდის საგზური გაინაღდეთ?
- არა, მე ასე არ ვთვლი. დაწყებული საქმე საკუთარ მოედანზე უნდა დავასრულოთ. მხოლოდ ამის შემდეგ დავინახავთ, ყველაფერი როგორ იქნება.

- მთლიანობაში გაბალურ მატჩზე როგორ კომენტარს გააკეთებდით? ადვილი იყო?
- მართლა მძიმე თამაში გამოვიდა. "გაბალა" კარგი გუნდია, შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

- ისევ შეძლებთ გამარჯვებას?
- კვლავ მოგებაზე ვითამაშებთ. გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

- როგორ
მოგეწონათ გაბალაში ატმოსფერო, კლუბის ადგილობრივი ბაზა?
- დიახ, ბაზა ძალიან მომეწონა. იქ ფეხბურთისთვის ყველა პირობაა. ყოველთვის მიხარია, როდესაც ასეთ ბაზას ვხედავ.

- თუ მესამე რაუნდში გახვედით, იქ ჰოლანდიის "ფეიენოორდს" შეხვდებით. დიდი ალბათობით, "დინამო" იქვე გაჩერდება?
- ჯერ "გაბალა" უნდა გავიაროთ, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. შემდეგ ვნახავთ, რა და როგორ იქნება. გაბალელებთან საპასუხო მატჩზე სრულად კონცენტრირება გვმართებს.

- 4 წლის წინ ორი მატჩის ჯამში "გაბალამ" "დინამოს" სძლია. მომავალ შეხვედრაში გამარჯვებას რევანშად განიხილავთ?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მსურს.

მატჩი პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" დაიწყება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 25 ივლისს, აზერბაიჯანში თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სათაური რა შუაშია ვერ მეტყვით? არაპროფესიონალიზმია მეტი არაფერი))
Rati
05:29 01-08-2019
1
დინამოელი 1000000 % გეთანხმები, პროვაკაცია იყო ყველა კითხვა რაზეც ლევანმა ძალიან სწორი და გასაგები პასუხი გასცა, თუ რამე და მოგვიგეს (ღმერთმა არ ქნას) მერე კაიფი უნდა დაგვიწყონ მათი აზრით, თან იმ ფეხბურთელს რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ, პირველ თამაშში სულ როცა ბურთს ლევანი ღებულობდა ეგრევე მასთან 2 კაცი ჩნდებოდა იმიტომ რომ ძლიერია და ერთ კაცს ადვილად ატყუებს და გოლიც ადვილად გააქვს. წარმატებები დინამოს და მინიმუმ 3 გოლის გატანა.
roma
11:06 01-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული