fb.com/FCChikhura/
საჩხერის "ჩიხურას" შემტევმა ირაკლი ლექვთაძემ "აბერდინთან" მატჩის წინ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, სწორედ ირაკლი ლექვთაძემ მოუპოვა პენალტი საჩხერულ კლუბს თბილისურ შეხვედრაში.
"კლუბის ძალიან სწორი გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე 4 დღით ადრე ჩავედით აბერდინში. მატჩისათვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. შევეგუეთ აქაურ კლიმატს, გავმართეთ ნაყოფიერი ვარჯიშები. იმედია, ხვალ უკეთ გამოჩნდება, თუ რამდენად სასარგებლო იყო აბერდინში ადრე ჩამოსვლა და შეხვედრისათვის აქ მომზადება.
ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვართ და მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ შეხვედრას. დასაკარგი არაფერი გვაქვს. გვჯერა, რომ ჩვენი თავდადებული შრომითა და მონდომებით ქართველ გულშემატკივარს, ქართველს ხალხს დიდ სიხარულს მივანიჭებთ, ქართულ ფეხბურთს დასამახსოვრებელ გამარჯვებას მოვუტანთ და კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს ჩავწერთ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში.
ერთადერთი სიტყვა, რასაც ბიჭები შეხვედრის წინ ერთმანეთს ვეტყვით, ეს ღირსება იქნება. ხვალ ჩვენ მოედანზე ქართული ფეხბურთის, საჩხერისა და საქართველოს ღირსების დასაცავად გავალთ".
"აბერდინსა" და "ჩიხურას" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა დღეს, 1-ელ აგვისტოს აბერდინში გაიმართება.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ვებგვერდზე იქნება.
კარგი იქნებოდა რომ სატელევიზიო რეპორტაჟი ყოფილიყო.