ნაკრებს ლევან შენგელიაც შეუერთდა - "ჯვაროსნები" 25 ფეხბურთელით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები კორეის რესპუბლიკის გუნდთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. სტამბოლში ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს 25 ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი უკვე ორი დღეა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ქართველი ფეხბურთელები თამაშის მასპინძელ საფეხბურთო კლუბ ფათიჰ თერიმის სახელობის ბაშაქშეჰირის სტადიონზე 4 სექტემბერს გამართავენ.

სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის გააგრძელებს მზადებას. მოგეხსენებათ, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას დანიის ეროვნულ ნაკრებთან ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. ამ დროისთვის ნაკრების
კაპიტანი კორეასთან მატჩისთვის ემზადება.

საწვრთნელ პროცესში დღეს პირველად მონაწილეობდა "დინამო თბილისიდან" თურქულ "ქონიასპორში" გადასული ლევან შენგელია. 23 წლის ფეხბურთელი კიდევ ერთ დებიუტანტთან, ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოახლოებული ორი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა - საქართველო

8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო - დანია

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე არის ჩანიშნული კორეასთან დღევანდელი თამაშის ტრანსლაცია, დრო 17:20
წარმატებები ბიჭებს!!!
დათო
09:39 05-09-2019
0
არასწორია თურქეთში თამაში როცა ფაქტიურად 2-ი დღე გრჩება დანიასთან თამაშამდე, ამხელა გზა, სხვანაირი კლიმატი და ბოლოს კორეა არ არის დანიის მსგავსი გუნდი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული